რა ვაჩუქო? - ეს ის კითხვაა, რომელიც ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის საჩუქრის შერჩევა ნამდვილად სასიამოვნო პროცესია, თუმცა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რადგან ორიგინალური და მოსაწონი საჩუქრის შერჩევა სულაც არ არის მარტივი საქმე. ამ მხრივ "პალიტრა L" თავის მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს და ზუსტად ისეთ საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებს გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანის გემოვნებასა და განწყობას შეიძლება მოვარგოთ.
რადგან ყოველი წიგნი ახალი სამყარო და ახალი ემოციაა, ის განსაკუთრებულ საჩუქრად უნდა მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ "პალიტრა L"-ის სადღესასწაულო შეფუთვაში წიგნები და საჩუქრები ისე არის შეფუთული, რომ ნებისმიერი ადამიანის გახარებას მარტივად მოვახერხებთ. აი, მაგალითად, თუ დეტექტივების ჟანრის სასაჩუქრე ნაკრებზე შევაჩერებთ არჩევანს, შიგნით გხვდება წიგნი გამოძიებაზე და პლუს, საახალწლო საჩუქარი; თუ კულინარია უყვარს ჩვენს ახლობელს, ვაჩუქებთ ნაკრებს გურმანზე, სადაც არის თავმოყრილი წიგნები კულინარიის შესახებ და პლუს, საჩუქარი; თუ პატარასთვის ვეძებთ საჩუქარს, არის სხვადასხვა საახალწლო ზღაპარი, გასაფერადებლები და ა.შ. რაც მთავარია, საახალწო სასაჩუქრე ნაკრების ფასი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ძალიან ბევრი ახლობელი და საყვარელი ადამიანის გახარებას შევძლებთ საახალწლოდ.
აჩუქეთ მეგობარს, დას, დედას, ძმას, თინეიჯერს, შეყვარებულს, ყველაზე ცნობისმოყვარეს, გურმანს, ყველაზე პატარას და აქციეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ახალი წელი უფრო ლამაზი და ჯადოსნური.
"პალიტრა L"-ის საახალწლო შეფუთვების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად, 6.99 ლარიდან, ვაკის, გაგარინის, "ისთ ფოინთის" და "თბილისი მოლი ბიბლუსის" ფილიალებში არის შესაძლებელი.