ახალი წელი ახალი ცოცხის გარეშე წარმოუდგენელია - ყოველ შემთხვევაში, დიასახლისების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს.
ცოცხს, ხალხური წარმოდგენებიდან მოყოლებული, უამრავი მაგიური შესაძლებლობა მიეწერება. შეიძლება ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ხალხურ სიბრძნეში აუცილებლად არის გასათვალისწინებელი რჩევები. რას ამბობს ხალხური სიბრძნე ცოცხის შესახებ:
* ცოცხი ყოველთვის ტარით ქვემოთ დადეთ. ასე სახლს დაუპატიჟებელი სტუმრების და უსიამოვნებებისგან დაიცავთ.
* გასათხოვარი გოგო, საქმრო რომ გამოუჩნდეს, ცოცხს ცხრაჯერ უნდა გადაახტეს.
* არასდროს გადახვეტოთ ნაგავი სახლის ზღურბლიდან - ფულს გახვეტავთ.
* არ გამოხვეტოთ ოთახი მზის ჩასვლის შემდეგ - ავადმყოფობას მიიზიდავთ.
* არ გადააბიჯოთ ცოცხს.
* ახალი ცოცხი მზარდი მთვარის პერიოდში უნდა იყიდოთ და პირველი მოხვეტისას სურვილი ჩაიფიქროთ.
* ერთ დღეს ორი ცოცხით გამოხვეტა არ შეიძლება.
* დაუშვებელია, თქვენი სახლი სხვამ გამოხვეტოს, წარმატებას დაკარგავთ.
* ახალ სახლში გადასვლისას ძველი ცოცხი თან უნდა წაიღოთ.
* არ გამოხვეტოთ ოთახი, სანამ სახლში მიცვალებული ასვენია.
როგორ უნდა აირჩიოთ ცოცხი
ცოცხის ჯადოსნური თვისებები
3 ჯადოსნური წესი საახალწლოდ ხვავი და ბარაქა რომ დაიბედოთ