მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, 18:30-ზე, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე სასტუმრო "ჰოტელს ენდ პრეფერენსის ჰუალინგ თბილისში" გაიმართება ფრანგული ბრენდის, Gault&Millau-ს ოფიციალური პრეზენტაცია, ქართველი შეფ-მზარეულების დაჯილდოება და გალა-ვახშამი.
ვახშამს ბრენდის მიერ შერჩეული საუკეთესო ქართველი შეფ-მზარეულები მოამზადებენ.
Gault&Millau ფრანგული საერთაშორისო პროფესიონალური სარესტორნო კრიტიკის ბრენდია და დღევანდელი მდგომარეობით, 25 წამყვან კულინარიულ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ რიცხვს საქართველოც დაემატება, რაც რეგიონულ დონეზე პიონერული ინიციატივაა. ბრენდის ძირითად საქმიანობას რესტორნების შეფასება წარმოადგენს, მათი მისტიური დეგუსტაციის გზით. დეგუსტაციის პროცესში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია. ბრენდი ასევე ახდენს ღვინის და ალკოჰოლური სასმელების შეფასებას. ბრენდის პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი სომელიეები არიან. შედეგად, ყოველწლიურად გამოიცემა ყვითელი კულინარიული გზამკვლევი, რომელშიც შესულია საუკეთესო რესტორნები, ღვინოები, ალკოჰოლური სასმელები, რეგიონალური პროდუქტები და ინფორმაცია ქვეყნის კულინარიული პოტენციალის და თავისებურებების შესახებ.
ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაში Gault&Millau-ს შემოსვლა გულისხმობს:
• ქვეყნის კულინარიული პოტენციალის საუკეთესო ფორმით წარმოჩენას;
• საქართველოს კულინარიის პოპულარიზებას, რადგან სარესტორნო და ღვინის შეფასების შედეგების ფართო მასებისთვის გაცნობა ხდება ბეჭდური ყვითელი წიგნით, ვებგვერდით და მობილური აპლიკაციის საშუალებით. ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის აუდიტორია 500 მილიონ ადამიანამდეა და მათზე საქართველოს განთავსება ცნობადობის გაზრდისთვის საუკეთესო საშუალებაა;
• საუკეთესო შეფ-მზარეულების აღმოჩენას და ახალგაზრდა ტალანტებისთვის ხელშეწყობას;
• კულინარიასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზებას.
გალა-ღონისძიებას დაესწრებიან: Gault&Millau ბრენდის პრეზიდენტი, საფრანგეთის და შვეიცარიის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, საფრანგეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და წევრები, თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ცნობადი სახეები და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს წამყვანი შეფ-მზარეულები.
Gault&Millau-ს, ქართულად გო ე’ მიოს ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
Julius Meinl - საუკეთესო ავსტრიული ყავა, ჩაი და ცხელი შოკოლადი; სერვის ჯგუფი - ინდუსტრიული სამზარეულო,
"აგროჰაბი" - ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში.
"ბადაგონი" - საუკეთესო ქართული ღვინო მხოლოდ ქართული ვაზის ჯიშებისგან
ASAP Group - შემომყვანი ტურისტული კომპანია
Berkley Travel – The Art of Luxury Travel
თბილისის მერია
თბილისის "ბიგ ბენდი"
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰოტელს ენდ პრეფერენსის ჰუალინგ თბილისი"
ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან:
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"
"Forbes საქართველო"
"TV პირველი"
ჟურნალი "გემრიელია"
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
თორნიკე ბახტურიძე +995 599 888 294 | tornike.bakhturidze@gaultmillau.ge
თორნიკე დვალი +995 599 907 217 | tornike.dvali@galtmillau.ge
გო ე’ მიო საქართველო