#მადლობაერთგულებისთვის - მადლობის საერთაშორისო დღეს "ბიბლუსი" ეხმიანება
#მადლობაერთგულებისთვის - მადლობის საერთაშორისო დღეს "ბიბლუსი" ეხმიანება
11 იანვარი მადლობის გადახდის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს სხვადასხვა აქტივობით, განსაკუთრებულად კი, კომპანიები და ორგანიზაციები გამოირჩევიან ამ კუთხით. მადლობის საერთაშორისო დღეს საინტერესო კამპანიით გამოეხმაურა წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომელიც მთელი ქსელის მასშტაბით სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს.

დეტალების შესახებ "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი თიკო ფეიქრიშვილი საუბრობს:

"მადლობის დღე" გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ძალიან ემოციური. "ბიბლუსის" ისტორია 10 წლის წინ ერთი პატარა წიგნის მაღაზიით დაიწყო, დღეს კი, სწორედ ჩვენი ერთგული მკითხველის მხარდაჭერის დამსახურებით, საქართველოს მასშტაბით
57 ფილიალს ითვლის. "ბიბლუსის" სახელით მინდა ყველა ჩვენს მკითხველს დიდი მადლობა გადაგიხადოთ 10-წლიანი მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ჯანსაღი კრიტიკისთვის, რჩევებისთვის, ქომაგობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, მადლობა წიგნის სიყვარულისთვის.

დღეს მოსულ ყველა ჩვენს მომხმარებელს ამ დღის აღსანიშნავად ძალიან ლამაზი წიგნის სანიშნეები გადაეცემათ საჩუქრად. ხოლო პირველ ვიზიტორებს სიმბოლურად გადავცემთ ლიტერატურის სიყვარულთან თემატურად დაკავშირებულ სხვადასხვა წიგნს, მათ შორის, ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენს". ეს წიგნი იმიტომ შევარჩიეთ, რომ განსაკუთრებულად კარგად გადმოსცემს წიგნის ძალას. ღარიბი წრის წარმომადგენელი მარტინ იდენი ცდილობს გაჭირვებიდან თავის დაღწევას თვითგანათლების გზით, რათა ბურჟუაზიული ოჯახის ასულს მოაწონოს თავი, თუმცა სწორედ წიგნიერება ხდება იმის მიზეზი, რომ მთავარ გმირს დროთა განმავლობაში მსოფლმხედველობა ეცვლება და ხვდება, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიმდიდრე სულაც არ არის. მოკლედ, ეს არის წიგნი წიგნის სიყვარულზე, მის დიდ ძალასა და მნიშვნელობაზე.
ასე რომ, დღეს ძალიან ბევრ მკითხველს ველოდებით "ბიბლუსში" იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ წიგნის სიყვარულისთვის."


"ბიბლუსის" პირველი მაღაზია თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე 2008 წელს გაიხსნა. ეს ერთი პატარა ფილიალი საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელის ჩამოყალიბების საფუძველი აღმოჩნდა. დღეს "ბიბლუსი" 57 ფილიალს და უამრავ ერთგულ მომხმარებელს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით. კომპანიას მიაჩნია, რომ სწორედ ეს მომხმარებლები არიან მისი ასეთი წარმატების მიზეზი.

რაც შეეხება კამპანიას, იგი მნიშვნელოვანი პრეცედენტია საქართველოში და იმედია, სხვა კომპანიებიც აქტიურად შეუერთდებიან მას.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
10:33 / 04-04-2018
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში მარტის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.
12:32 / 21-03-2018
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, პოეზიის კვირეულის ფარგლებში, ერთგულ მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს 60-მდე პოეტურ კრებულზე!
11:30 / 19-03-2018

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 57 მაღაზიას აერთიანებს, მეათე წელია წარმატებით ინარჩუნებს მკითხველთა კეთილგანწყობას, ერთგულად ემსახურება მომხმარებლებს და კომპანიის მთავარ მიზანს - მეტი წიგნი საზოგადოებას.

10:03 / 06-02-2018
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში იანვრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.
19:27 / 27-11-2017
ჩვენს საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ისეთი კაფეები, რომლებიც გემრიელ კერძებსა და საინტერესო წიგნებს აერთიანებს.
18:59 / 22-11-2017
„შავი პარასკევის“ ტრადიცია სათავეს აშშ-ში იღებს. ამ სახელით აღინიშნება ნოემბრის ბოლო პარასკევი, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად.
12:35 / 10-11-2017
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ოქტომბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.
17:54 / 22-09-2017
წიგნის კითხვა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. დატვირთული სამუშაო დღეები, გაუთავებელი საქმეები, სამსახური, საცობები, ოჯახი, შვილები...
13:47 / 10-08-2017
თუ წლების წინ ძვირად ღირებული ქარხნული ნივთები ფასობდა, ახლა საზოგადოების დიდი ნაწილი ხელნაკეთ ნივთებზე აკეთებს აქცენტს. უფრო და უფრო პოპულარული ხდება კრაფტი - სხვადასხვა სახის მასალა ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად.
16:58 / 13-07-2017
წიგნების კითხვა ნებისმიერ სეზონზე, წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია და როგორც ბოლო წლების კვლევებიც გვიჩვენებს, მსოფლიოში წიგნის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
წიგნის საერთაშორისო დღე „ბიბლუსში“ და შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან
19:24 / 20-04-2018
23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია კითხვის მოყვარულთათვის.
რა უნდა გააკეთოთ, თუ მზის ალერგია გაქვთ
13:59 / 20-04-2018
რა უნდა გააკეთოთ, თუ მზეზე ყოფნისას ან სიარულისას კანი გიწითლდებათ, გექავებათ და გამონაყარი ჩნდება?
ხელსაქმის მასალების ბრენდი, რომელიც მთელ მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს
11:42 / 20-04-2018
მშობლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეეძლოთ შვილებისთვის სასარგებლო თავისუფალი დროის აქტივობების შედგენა, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
გაემგზავრე Imagine Dragons-ის კონცერტზე სტოკჰოლმში რადიო NRJ-სთან ერთად
17:46 / 19-04-2018
რადიო "ენერჯი" თავის ერთგულ მსმენელს აძლევს უნიკალურ შანსს, დაესწროს ამერიკული როკ-ჯგუფის, "Imagine Dragons"-ის ლაივ-კონცერტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში.
მათი უმრავლესობა მიტოვებული და გამოკეტილია - ძველი ოდების სილამაზე (+15 FOTO)
13:21 / 19-04-2018
თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის ეპოქაში სახლის სილამაზით ვეღარავის გააკვირვებ.
საიდან იღებს სათავეს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია?
12:42 / 19-04-2018
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ყვავილებსა და წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან სამაგიეროდ წიგნებსა და ვაშლებს იღებდნენ.
როგორ მივიღოთ ესთეტიკური სერვისი, რომლის ხარისხიც გარანტირებული იქნება
11:27 / 19-04-2018
ზაფხული ახლოვდება და განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეპილაცია, რუჯი, ფიტნესი. ყველა ცდილობს, პრიალა, გლუვი და სასურველი შეფერილობის კანი ჰქონდეს.
H&M-მა თბილისში პირველი CONSCIOUS EXCLUSIVE კოლექციის წარდგენა აღნიშნა
10:40 / 19-04-2018
გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ულამაზეს ღვინის ქარხანაში H&M-მა თბილისში პირველი Conscious Exclusive კოლექციის წარდგენას უმასპინძლა.
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი - ბარბარა ბუში გარდაიცვალა
14:24 / 18-04-2018
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯ ბუში-უფროსის მეუღლე და ჩვენთვის კარგად ცნობილის, უმცროსი ჯორჯის დედა, ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ბიჭი საბერძნეთშია... არ იციან, შეძლებს თუ არა, ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები"
11:33 / 18-04-2018
25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სადისტურმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30