ფრაზები წიგნიდან, რომელზეც შეიძლება საუკეთესო ქართული მელოდრამა გადაიღონ
ფრაზები წიგნიდან, რომელზეც შეიძლება საუკეთესო ქართული მელოდრამა გადაიღონ
ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქართველი მწერალი ქალი უდაბნოში მიემგზავრება. უცხო, მაგრამ საოცრად მიმზიდველი სამყარო მას ბევრ მოულოდნელობას უმზადებს.
თამთას მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია.


გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" ერთ-ერთი გამარჯვებულის, ია კარგარეთელის რომანი - "სხვა უდაბნოს საიდუმლო" საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ იტაცებდნენ ქართველ ქალებს აღმოსავლეთში და რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ მათ არა მხოლოდ სილამაზის, არამედ გონებრივი შესაძლებლობების გამოც.

გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ამონარიდს ია კარგარეთელის
რომანიდან:

- უცნაური რამ არისო ადამიანის ცხოვრება, - ფიქრობდა იგი. - დაიბადება ადამიანი და შემდეგ მთელი ცხოვრება დაეხეტება უდაბნოდან უდაბნოში, ადამიანისგან ადამიანისკენ... და ვინ იცის, ბოლოს სად ჰპოვებს ნანატრ თავშესაფარს. ან ჰპოვებს კი საერთოდ?.. ნეტავ ადამიანი მრავალ სიცოცხლეს ცოცხლობდეს, თორემ ამ ერთ ხანმოკლე ცხოვრებაში როგორ იპოვის პასუხს ყველა შეკითხვაზე, მის გულს რომ მოსვენებას უკარგავსო.

- მშვენიერებას ეგ თვისება აქვს. ის მრავალს აჯადოებს და მრავალი შენატრის, პატრონი კი მხოლოდ ერთი ჰყავს.

- ყველგან უდაბნოა, მას ვერ გაექცევი. უბრალოდ, ერთგან ის ფიზიკურია, მეორეგან სულიერი. საზოგადოებაში ყოფნის დროსაც ხომ ეუფლება ადამიანს განცდა, თითქოს გაუვალ და ხრიოკ უდაბნოში ჩაიკარგა, სადაც მას ვერავინ ხედავს, სადაც უღმერთოდ მარტოა. ეს კიდევ უფრო უარესია, ვიდრე საჰარა ან თეთრი უდაბნო.


- რა ახლოს ყოფილანო, ფიქრობდა, სიცოცხლე და სიკვდილი, თურმე ადამიანის არსებობის განმავლობაში ხელიხელჩაჭიდებულნი დაიარებიან, ადამიანი კი ვერც ამჩნევს.

- არის ძაფები, რომელიც ორ გულს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ ქვეყნის დასალიერშიც გაპოვნინებს დაკარგულ ნახევარს.

- არის სიჩუმე, რომელიც საუბარზე უფრო ტკბილი და ძვირფასია. მას არ სჭირდება ზედმეტი შემკობა, ზედმეტი ალერსი და ფერება, რადგან უკვე მდიდარია ბედნიერების იმ სხივით, თავის შვილებს რომ ჩუქნის.

- ავად ვარ, ფიქრით ვარ ავად. ყველაზე მძიმე დაავადება, ეს ფიქრის გამუდმებული ალიაქოთია, რომლის გაჩერებაც შეუძლებელია. ეს უკურნებელი სენია.

- კაცს იოლად მოატყუებ, თუ დააჯერებ, რომ მის მხარეს ხარ. ნუთუ არ იცი? ადამიანი ყველაზე სუსტი მაშინაა, როცა ვიღაც თავდავიწყებით უყვარს.

- ცხოვრება საინტერესო მოულოდნელობებისგან შედგება და ზოგჯერ ეს მოულოდნელობები, რომლებსაც წვრილმანს ვეძახით, ჩვენს ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის. მაგიტომ არის ეს ხანმოკლე ცხოვრება საინტერესო...

- სანამ არ დამტოვა, ვერც კი ვხვდებოდი, რაოდენ მარტოსული იყო სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი - რჩევები მშობლებს
0
0
0 /
0 წ
0
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა ღირს მაცივარი საქართველოში და Kimbi მის შესაძენად?
18:36 / 22-01-2018
მაცივარი ერთ -ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საოჯახო ტექნიკაა და ის არამხოლოდ სახლში არამედ ოფისებსა და აგარაკებზეც აუცილებელი გახლავთ.
"ბიბლუსი" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გრანდიოზულ ლიტერატურულ ტურნეს იწყებს!
15:42 / 22-01-2018
2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსისთვის“ საიუბილეო წელია.
დემნა გვასალია პარიზის მოდის კვირეულზე მიწვეულ სტუმრებს თაკო ჩხეიძის მირთმეული  ჩურჩხელებით გაუმასპინძლდა (ფოტოები)
22:30 / 21-01-2018
პარიზის მოდის კვირეულზე, მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას 2018 წლის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ახალგაზრდა დიზაინერმა, მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა, მის მიერ შექმნილი კოლექციით.
ვინ არის პატარა ბიჭუნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს "ფეისბუქზე" "ლაივით" ჩაერთო
17:17 / 20-01-2018
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე სახალისო ხარვეზი გაიპარა. მოულოდნელად "ლაივში" პატარა ბიჭუნა ჩაერთო.
"ბიბლუსში" სასკოლო ნივთებზე -50%-მდე ფასდაკლება დაიწყო!
15:23 / 19-01-2018
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით, წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სასკოლო და საკანცელარიო ნივთებზე – 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს ერთგულ მომხმარებლებს.
დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ
13:35 / 19-01-2018
წმინდა მამები ამბობენ, ღმერთი მამაა ჩვენი, ხოლო ეკლესია - დედაო. იმისათვის, რომ დედაეკლესიის შვილები გავხდეთ, უნდა მივიღოთ ბეჭედი სულიწმიდისა, რომელიც ნათლობის დროს მოგვენიჭება.
ირაკლი კუტალაძემ მეორე შვილი გამოაჩინა
13:16 / 19-01-2018
ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ირაკლი კუტალაძე, როგორც ცნობილია, რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
"მაგარი "სექს რაზვრატნი" ბაბუა გავიჩითე"- ალეკო ბეგალიშვილის განმარტება სკანდალურ ინტერვიუზე
13:12 / 19-01-2018
მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი მის მიერ მიცემულ სკანდალურ ინტერვიუზე, სოციალურ ქსელში, განმარტებას აკეთებს.
არტურ კონან დოილის საყვარელი კალმების ბრენდი, რომლითაც მწერალმა არაერთი ნაწარმოები შექმნა
12:24 / 19-01-2018
"როგორც იქნა, ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს, რომელიც, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს - მონათესავეა ჩემი სულისა." - წერდა არტურ კონან დოილი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის კალამზე, რომელიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
ბავშვები საწოლებზე საკუთარ ფეკალიებში, ჯაჭვებით იყვნენ დაბმულნი - რა ხდებოდა ტურპინების "საშინელებათა სახლში"
12:17 / 19-01-2018
რა ხდებოდა წლების მანძილზე "საშინელებათა სახლში", სადაც სამართალდამცველებმა მშობლების მიერ ნაწამებ 13 ბავშვს მიაგნეს, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი