ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით, წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სასკოლო და საკანცელარიო ნივთებზე – 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს ერთგულ მომხმარებლებს.
აქციის ფარგლებში, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება, მომხმარებლები უმაღლესი ხარისხის ესპანური ბრენდის, Milan-ის, ქართული ბრენდის, Ponto-ს და სხვა ცნობილი ბრენდების პროდუქციას შეიძენენ მათთვის მისაღებ ფასად, მათ შორის: პენლებს, სასკოლო ჩანთებს, ფანქრებს, კალმებს, A4 ფორმატის განსხვავებული დიზაინის რვეულებსა და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთს.
"ბიბლუსი", რომელიც საქართველოს ბაზარზე წიგნის მაღაზიათა უმსხვილესი ქსელია, 57 ფილიალს აერთიანებს. ის, გარდა წიგნების ფართო არჩევანისა, სასკოლო და საკანცელარიო ნივთების სრულ ასორტიმენტსაც სთავაზობს მომხმარებელს. მათთვის კი, ვინც გეგმავს, ახალი სასწავლო სემესტრი განახლებული ნივთებით დაიწყოს, ფასდაკლება სასკოლო და საკანცელარიო ნივთებზე "ბიბლუსის" ქსელში ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა.
R