მაცივარი ერთ -ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საოჯახო ტექნიკაა და ის არამხოლოდ სახლში არამედ ოფისებსა და აგარაკებზეც აუცილებელი გახლავთ.
სწორედ ამიტომ, დღეს გიამბობთ იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეარჩიოთ მაცივარი, რა ღირს საქართველოში აღნიშნული ტექნიკა და სად უნდა მიიღოთ მარტივი სესხი მაცივრის შესაძენად.
როგორ შევარჩიოთ მაცივარი?
მაცივრის შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
მაცივრის ზომა - ის უნდა შეეფერებოდეს თქვენი სამზარეულოს ფართს და კარგად უნდა ეტეოდეს კარადებს შორის ან კარადებთან. როგორც წესი, ყველაზე ოპტიმალურ არჩევანად ითვლება მაცივარი რომლის გვერდების ზომაც არის 60X60.
მაცივრის სიმაღლე - პირველ რიგში, მაცივრის სიმაღლე უნდა იყოს სამზარეულოს ავეჯთან შესაბამისობაში მყოფი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოპტიმალური არჩევანი იქნება მაცივარი, რომლის სიმაღლეც არ აღემატება 1,5 მეტრს, რათა მას ოჯახის ყველა წევრი თავისუფლად მიწვდეს.
მაცივრის მოცულობა - მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ადამიანი ისარგებლებს მისით.
მაცივრის უჯრების რაოდენობა - რაც უფრო მეტი განყოფილება აქვს მაცივარს, მით უფრო მარტივია მასში წესრიგის დამყარება. გაითვალისწინეთ უჯრების ზომები და თაროების სიმაღლეც, რათა თქვენს მაცივარში ნებისმიერი ზომის ჭურჭლისა და პროდუქტის მოთავსება შეძლოთ.
გარდა ამისა, სასურველია, რომ:
• მაცივრის დიზაინი თქვენს სამზარეულოს შეეფერებოდეს;
• მაცივარი იყოს ნაკლებად ხმაურიანი ან საერთოდაც არ გამოსცემდეს ხმებს;
• მაცივრის სტრუქტურა მისი მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლეოდეს;
• მაცივარი მოიხმარდეს რაც შეიძლება მცირე ოდენობით ელექტრო ენერგიას;
• მაცივრის თაროებს ჰქონდეს ანტიბაქტერიული საფარი.
როგორ ვიშოვო ფული მაცივრის შესაძენად?
იმ შემთხვევაში თუ მაცივრის საყიდლად საჭირო თანხას არ ფლობთ, თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ საერთაშორისო კომპანია 4Finance -ს ბრენდს Kimbi .ge და მიიღოთ სამომხმარებლო სესხი სწრაფად და მარტივად.
Kimbi-ში ხელმისაწვდომი გახლავთ 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის სამომხმარებლო სესხები 3 -დან 24 თვემდე ვადით.
სესხის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც:
• არის 20 -დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
• ფლობს პირად საბანკო ანგარიშს Kimbi -ს პარტნიორი ბანკებიდან ერთ -ერთში (თიბისი ბანკი, ტერა ბანკი ან საქართველოს ბანკი);
• შეძლებს სესხის დაფარვას.
აღსანიშნავია ისიც, რომ Kimbi -ში კრედიტის მისაღებად არ არის საჭირო არც დოკუმენტების წარდგენა, არც გირაო, არც თანამსესხებელი, არც თავდები და არც სესხის უზრუნველყოფა.
თანხას იღებთ ონლაინ რეჟიმში სწრაფად და მარტივად.
რა ღირს მაცივარი საქართველოში?
ერთკამერიანი, მცირე ზომის მაცივრები, რომლებიც გამოგადგებათ ოფისში ან ისეთ აგარაკზე სადაც მხოლოდ შაბათ-კვირას ატარებთ საკმაოდ იაფი ღირს.
მათი ფასი 200 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია არამხოლოდ მაცივრის ტექნიკურ მონაცემებზე, არამედ მის დიზაინზეც.
ასეთი მაცივრები კარგი ატრიბუტია იმ სახლებისთვისაც, რომლებსაც საკუთარი მინი ბარი აქვთ.
რაც შეეხება სტანდარტულ მაცივრებს, რომლებიც საოჯახო სამზარეულოებისა და დიდი ოფისების სასადილოებისთვის არის საჭირო, მათი არჩევანი ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდია.
ფართო არჩევანის საშუალებას გაძლევთ არამხოლოდ მაცივრის ზომები და ფუნქციები, არამედ ფერებიც.
გაყიდვაშია როგორც სტანდარტული ფერის (თეთრი, ვერცხლისფერი და შავი) არამედ ფერადი ზედაპირის მქონე მაცივრებიც, მაგალითად: შინდისფერი, ვარდისფერი, ფოსფორისფერი, სტაფილოსფერი, მელნისფერი, ყავისფერი, კრემისფერი, ლურჯი და ჭრელიც კი.
ქართულ ბაზარზე, სტანდარული მაცივრების მინიმალური ფასი გახლავთ დაახლოებით 500 ლარი.
მაქსიმალური ფასი კი 3 ათას ლარამდე ადის.
მაცივრის მწარმოებელ კომპანიებს შორის, საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ:
• თურქული ბრენდის BEKO -ს მაცივრები;
• სამხრეთ კორეული კონცერნის Samsung -ის მაცივრები;
• შვეიცარიული კომპანია Liebherr -ის მაცივრები.