მხოლოდ 2017-18 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 1242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი - დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე, აკრძალული ნივთები: საახალწლო პეტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
რაც შეეხება გასულ სასწავლო წელს, სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 2016-17 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში პირადი გასინჯვისას ამოღებულ იქნა 177 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი (დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები) და 1966 სხვადასხვა დასახელების სკოლაში აკრძალული ნივთი
(საახალწლო პეტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი).
როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სულ 2016-17 სასწ. წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა. გაგრძელება