როგორც ამბობენ, საქართველოში შოუბიზნესი მოკვდა. თუმცა ბოლო პერიოდში ხშირად შეხვდებით აფიშებს, რომლებიც ქართველი შემსრულებლების კონცერტებზე გეპატიჟებიან.
აღნიშნული მომღერლები განსაკუთრებით პოპულარულები იყვნენ გასული საუკუნის 90-იან წლებში. სწორედ ამიტომ ისინი ბევრისთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდებიან და დასწრების სურვილიც აქვთ. შესაბამისად, შოუბიზნესი მცირედით გააქტიურდა და მომრავლდა ქართველი შემსრულებლების კონცერტებიც.
გთავაზობთ კონცერტებს, რომლებსაც უახლოეს მომავალში ქართველი შემსრულებლები შემოგთავაზებენ.
2 თებერვალს ამავე კლუბში ჯგუფი ”ფრანი” დაგხვდებათ. საღამო, რომელსაც DJ დაასრულებს, 22:00 საათზე დაიწყება. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
ამავე დღეს ბექა გოჩიაშვილი ”მაგთი კლუბში” გიმასპინძლებთ. მისულ სტუმრებს დახვდებათ: კლავიში - ბექა გოჩიაშვილი, დრამი - ზაზა ცერცვაძე, ბასი - ლევან დეისაძე, DJ- მიშო ურუშაძე. კონცერტი პატარა თუთას მხარდასაჭერად იმართება. ვერთიანდებით #თუთასთვის. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
4 თებერვალს კლუბში 10/11 მაია კაჭკაჭიშვილი გიმასპინძლებთ. მაიასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობენ: ნინი ბადურაშვილი, ლელა წურწუმია, დათუნა მგელაძე, აჩი მეფარიძე, ქრისტინე იმედაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ძვალი, ვერიკო ტურაშვილი. ბილეთის საწყისი ფასი 20 ლარია. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
9 თებერვალს აჩი ფურცელაძე გელოდებათ საკუთარ საღამოზე. კონცერტი 22:00 საათზე კლუბში 10/11 გაიმართება და მას DJ დაასრულებს. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
11 თებერვალს კონცერტის გასამართად ჯგუფი ”ფორტე” ემზადება. კონცერტზე დასასწრები ბილეთის საწყისი ფასი 30 ლარია. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
13 თებერვალს კლუბში 10/11 ქეთი ფარესაშვილი გელოდებათ. კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება. ბილეთის საწყისი ფასი 20 ლარია. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს..
14 თებერვალს, ვალენტინობას ”ჰარდ როკ კაფე” წარმოგიდგენთ სტეფანეს ცოცხალი კონცერტს ბენდთან ერთად. საღამო 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ღირებულება კარზე 70 ლარია. მისი ონლაინშეძენის შემთხვევაში კი 50 ლარის გადახდა მოგიწევთ. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
ასევე, 14 თებერვალს, ვალენტინობას ანრი ჯოხაძე კლუბში 10/11 გიმასპინძლებთ. მის კონცერტს დაასრულებს DJ. ბილეთის საწყისი ღირებულება 20 ლარია. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.