ვალენტინობა თელავის „პიატოში“ - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება
ვალენტინობა თელავის „პიატოში“ - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება
„ბიბლუსი გალერეაში“ მდებარე წიგნის კაფე "პიატო" თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს უმზადებს. 14 თებერვალს, კაფეში მისულ სტუმრებს, მანამდე არსებული მენიუს გარდა, შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურად წყვილებისთვის შექმნილი 2 სახის მენიუდან ერთ-ერთი დააგემოვნონ - უგემრიელესი პიცით, სალათითა და განსაკუთრებული ღვინით.

სპეციალურად ამ დღისთვის, კაფე სხვადასხვა თემატური დეკორაციით გაფორმდება. რომანტიკული განწყობის შესაქმნელად, მაგიდებს ფერადი სანთლები და სხვადასხვა აქსესუარი დაამშვენებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას. „პიატოში“ სპეციალურად მოწვეული ბენდი „მუსიკის ქალაქი“ დაუკრავს. ორგანიზატორების განცხადებით, ამავე საღამოს სახალისო გათამაშებაც მოეწყობა, რომლის გამარჯვებულებსაც სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ. ღონისძიებაზე
დეტალური ინფორმაციის მოპოვება კაფეს ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზეა" შესაძლებელი.

ღონისძიების ბმული

ვალენტინობა მსოფლიოში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან აღინიშნება. ლეგენდის თანახმად, წმინდა ვალენტინი ახალგაზრდა ეპისკოპოსი იყო, რომელიც მრისხანე იმპერატორ კლავდიუსს დაუპირისპირდა. იმის მიუხედავად, რომ კლავდიუსმა რომში ქორწინება აკრძალა, ვალენტინი საიდუმლოდ აქორწინებდა შეყვარებულ წყვილებს, ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში და ზოგჯერ შერიგებაშიც.

შეყვარებული წყვილებისთვის და არამხოლოდ მათთვის, ვალენტინობა დღემდე განსაკუთრებული დღესასწაულია. 14 თებერვალს ისინი ერთად, რომანტიკულ გარემოში ატარებენ. სხვადასხვა საჩუქარს, მათ შორის, ღია ბარათებსა და ყვავილებს ჩუქნიან.
თუ თქვენ 14 თებერვლის საღამოსთვის არჩევანს თელავის „პიატოზე“ შეაჩერებთ, მას შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართზე: „ბიბლუსი გალერეა“, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
13:22 / 28-12-2017
26­ დეკემბრის ღამეს "პიატოში" ის უნდა მომხდარიყო, რაც მანამდე არავის ენახა.
10:58 / 21-12-2017
თუ ჯერ კიდევ არ დასწრებიხართ გემრიელი კერძების მომზადებას, რომელსაც თავად შეფ-მზარეული უნიკალურად ამზადებს, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
22 წლის გოგონა ამპუტირებული ფეხით პირველად გამოჩნდა ცნობილი ჟურნალის გარეკანზე
14:31 / 22-02-2018
22 წლის ბრიენა ჰუკაბი - ინვალიდი გოგონაა, რომელიც ჟურნალ Sports Illustrated-ის გარეკანზე გამოჩნდა.
"იკრებდა ძალას, ეს ყველაფერი ეთერში არ ეჩვენებინა..." - რას ამბობს "პროფილის" პროდიუსერი მაია ასათიანის შესახებ
14:16 / 22-02-2018
თოქ-შოუ "პროფილი" დროებით ეთერში აღარ გავა. ამის მიზეზი მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გახდა.
ვინ არის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა და რას ჰყვება მისი მეგობარი
14:10 / 22-02-2018
თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა ანა ნაცვლიშვილია. გოგონა სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.
ოლიმპიადის ოქროს პრეტენდენტს კაბამ უმტყუნა
13:37 / 22-02-2018
პიონჩანის ოლიმპიადაზე ფრანგული წყვილი მეტად არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა: ციგურაობისას მოკლე პროგრამაში გაბრიელა პაპადაკისს კაბამ უმტყუნა და მკერდი მოუშიშვლდა.
კონკურს ”გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებული წიგნები კომპლექტის სახით გამოიცა
13:34 / 21-02-2018
დიდი ლიტერატურული კონკურსი ”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018” იწყება, მანამდე კი კონკურსის გასული წლის რჩეულები რეალური ბესტსელერის ავტორები ხდებიან.
ნათია დუმბაძემ ამერიკაში მეორე შვილი გააჩინა
12:35 / 19-02-2018
მომღერალი ნათია დუმბაძე ორსულობის ბოლო თვეებში ქმართან ამერიკაში გაემგზავრა და გუშინ „ნანატრი“ გოგონაც გააჩინა.
რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს კაცების დღეს? საჩუქრების ორიგინალური იდეები
12:01 / 19-02-2018
საჩუქრებს ხშირად ვჩუქნით საყვარელ ადამიანებს ვალენტინობის დღესასწაულზე, ახალ წელს, დაბადების დღეზე... ზოგმა არც კი იცის, რომ 23 თებერვალი მამაკაცების დღეა.
დიდი სახალხო ლიტერატურული კონკურსი ”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ იწყება!
11:00 / 19-02-2018
გრანდიოზული, სახალხო და უკვე ძალიან წარმატებული ლიტერატურული პროექტი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მეორე სეზონს იწყებს.
კიდევ ერთი ფინჯანი? 7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიო ყავა (+ გიფები)
12:39 / 17-02-2018
ქალების უმეტესობა დილას ყავის სმით იწყებს, მაგრამ არსებობენ ისინიც, ვინც ამ სასმელს არ სვამს.
ბიზნესმენები, მილიარდერები და ვარსკვლავები - ოსი ოლიგარქის ქალიშვილის ქორწილმა მთელი რუსეთი აალაპარაკა
14:17 / 15-02-2018
რუსეთის საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ვლადიმირ ტუგანოვმა 20 წლის ქალიშვილი გაათხოვა
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი