ხელნაკეთი ნივთების" მასტერკლასმა, რომელიც ჭავჭავაძის 7- ში მდებარე "ბიბლუსი ქიდსში", ყოველკვირეულად იმართება,
საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, თუმცა ბოლო შეხვედრამ, სადაც 5-დან 9 წლამდე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხელით შეექმნათ სხვადასხვა საინტერესო აქსესუარები, მოეხატათ ხეზე და ემუშავათ თექაზე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მასტერკლასს, ფსიქოლოგი სოფო კაშიაც ესწრებოდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვთან ერთად, "ბიბლუსი ქიდსს" ის ხშირად სტუმრობს. ინტერვიუ, რომელიც მასთან ჩავწერეთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება მშობლებისთვის,რომლებიც გამუდმებით ზრუნავენ შვილების კეთილდღეობაზე და განვითარებაზე.
- სოფო, ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ხელნაკეთი ნივთების შექმნით, ბავშვები იმ უნარებს იძენენ, რომლებიც თანატოლებისგან გამოარჩევთ?
- რა თქმა უნდა, ასეა, რადგან ბავშვები, რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ ხელსაქმეს, სკოლაში მარტივად ადაპტირდებიან, სწრაფად ითვისებენ წერა-კითხვას, იღებენ და ემორჩილებიან სასკოლო წესებს. მათი აკადემიური მოსწრება როგორც წესი, მაღალია. ასეთ ბავშვებს მარტივად შეუძლიათ საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა და ორგანიზება. უდავოდ აქვთ ის უნარები, რომლებიც თანატოლებისგან გამოარჩევთ.
- რა კავშირშია ხელნაკეთი ნივთების შექმნა ემოციების მართვასთნ? ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ხელსაქმის მეშვეობით ბავშვებს მოთმინების უნარი უმუშავდებათ.
- მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბავშვები და შემდგომ მოზარდებიც, რომლებიც ხელსაქმით არიან დაკავებულნი კრიზისული სიტუაციებიდან გამოსვლას, ემოციების მართვას და მათ რეგულაციას ყველაზე უკეთ ახერხებენ. ეს ერთგვარი უნარია, რომლის გამომუშავებაც არც ისე მარტივია, თუმცა სხვადასხვა გზებით, შესაძლებელი ხდება. ხელსაქმე ვფიქრობ, ყველაზე ეფექტიანი გზაა.
- შეგიძლიათ გამოყოთ ბავშვების ის კატეგორია, ვისთვისაც ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა განსაკუთრებით სასიკეთოა?
- ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ნებისმიერ ბავშვზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა შესაძლოა, განსაკუთრებით ეფექტიანი იყოს მათთვის, ვისაც ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD) აქვს. ასეთ ბავშვებს, ხშირ შემთხვევაში დაბალი თვითშეფასება, ინტენსიური ემოციები და სუსტი სოციალური უნარები აქვთ.
სხვადასხვა ნივთების შექმნის პროცესი, ასევე კარგია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ემოციების რეგულაცია უჭირთ, ხელსაქმით ისინი საკუთარ ემოციებში ერკვევიან. აცნობიერებენ იმას რაც მოსწონთ და იმასაც – რაც არ მოსწონთ. ეს პროცესი არანაკლებ სასიკეთოა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც კომუნიკასიასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ, რადგან ხელსაქმე ერთგვარი თერაპიაა, რომელიც პირდაპირი წყაროა ამ უნარის გასაუმჯობესებლად.
- ხელსაქმე კომუნიკაციის უნართან რა კავშირშია?
- თუ ხელანაკეთი ნივთების შექმნა კოლექტიურად ხდება, ეს ბავშვის კომუნიკაციის უნარს აუმჯობესებს როგორც თანატოლებთან ისე მასწავლებლებთან და სხვა უფროსებთან. თუ თითოეული ნივთის შექმნის შემდეგ ბავშვის წახალისება და მოტივაციის გაზრდა მოხდება, მისი თვითშეფასება კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც წესი, ისინი, ვინც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, გაცილებით უფრო მარტივად აღწევენ წარმატებას, რადგან ბრძოლისუნარიანები არიან. არ ეშინიათ სიახლის და იმ გამოწვევების, რომლებიც მოგვიანებით, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხვდებათ.
- თუ ვამბობთ, რომ ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ერთგვარი თერაპიაა, რა პერიოდულობით უნდა ამზადებდნენ ბავშვები ხელნაკეთ ნივთებს?
- ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ბავშვისთვის, სახალისო, სასიამოვნო და სასიხარულო პროცესი უნდა იყოს. თუ გვინდა, რომ ხელნაკეთი ნივთების შექმნამ, როგორც თერაპიამ ისე იმოქმედოს, უმჯობესი იქნება თუ ბავშვი ამ პროცესით კვირაში ორჯერ, თითო საათით მაინც დაკავდება.
- რას ამბობს თქვენი პატარა, მოსწონს "ხელნაკეთი ნივთების" მასტერკლასი"?
- ჩემი ძმისშვილი თამარი 5 წლისაა. "ბიბლუსი ქიდსის" ხშირი სტუმრები ვართ აი, მასტერკლასს კი მეორედ ვსტუმრობთ. ფეისბუქზე დაანონსებულ ღონისძიებაზე ჯერ კიდევ 1 კვირის წინ დავრეგისტრდით. პირველად, თექისგან უსაყვარლესი სათამაშო შექმნა. დღეს კი ხეზე მოხატა და ძალიან კმაყოფილი იყო. "ბიბლუსი ქიდსში" მომავალშიც გესტუმრებით. მზად ვართ ახალი და საინტერესო გამოწვევებისთვის .
– თქვენი აზრით, რა გამოარჩევს "ბიბლუსი ქიდსის" მასტერკლასს სხვა მასტერკლასებისგან?
– გულწრფელად გეტყვით, რომ უამრავი მიზეზია თუ რატომ ვარჩევ ბავშის აქ მოყვანას. მომწონს ის გარემო, რომელშიც ბავშვები მუშაობენ. მათზე ზრუნავენ, ყურადღებას აქცევენ და რაც მთავარია, აძლევენ შესაძლებლობას რომ განვითარდნენ. ვფიქრობ, რომ საუკეთესო მიდგომა გაქვთ ბავშვებთან ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.