"ფეისბუქის" მესენჯერის მომხმარებლები ფრთხილად უნდა იყვნენ, ჰაკერების მსხვერპლნი რომ არ გახდნენ.
იმის გამო, რომ მესენჯერის ხმარება "ფეისბუქის" პროფილის ქონის გარეშეც არის შესაძლებელი, კიბერდამნაშავეები მესენჯერში ქმნიან ყალბ ანგარიშებს, რეალური ადამიანების სახელებითა და გვარებით. მათი დარეპორტება კი შეუძლებელია.
"ფეისბუქის" გუნდში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ.
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც "ფეისბუქის" მომხმარებლებს კიბერდამნაშავეები მათი მეგობრების სახელითა და გვარით შექმნილი მესენჯერის ანგარიშით სწერდნენ და თანხას სთხოვდნენ.
"ეს ჩვენი წესების საწინააღმდეგოა და ვმუშაობთ, რომ პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ", - განაცხადა „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა მედიასთან.
წყარო: ambebi.ge