გიორგი მახარაძეს რამდენიმე თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან ქიმიოთერაპიის ორთვიანი კურსი ჩაიტარა და ამჯერად თურქეთში მკურნალობის შედეგების გასაკონტროლებლად იყო ჩასული.
მსახიობი გიორგი მახარაძე "ინსტაგრამზე" წერს:
"მოკლედ, მეგობრებო, დღეს იყო საბოლოო პასუხები, მკურნალობამ კარგად ჩაიარა, მეტი ქიმია აღარ დამინიშნეს. 3 თვეში გადასამოწმებლად დამიბარეს და რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა ვიყო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის. თქვენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა, მიყვარხართ".
წაიკითხეთ: "მკურნალობის შედეგი დადებითია, მადლობა ყველას" - რას წერს გიორგი მახარაძის დედა