გუდაურში საბაგირო სადგურის მწყობრიდან გამოსვლის გამო რამდენიმე ტურისტი დაშავდა. დაშავებულები დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"ფეისბუკში" გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გუდაურის გადაუდებელ სამედიცინო ცენტრში მყოფი რუსი ტურისტი მომხდარის თაობაზე ჰყვება:
"კანატკა" ჯერ გაჩერდა. ვიფიქრეთ, რომ ელექტროენერგია გაითიშა, რაც ხდება ხოლმე. შესაბამისად, მშვიდად ვიყავით და ველოდით საბაგიროს ამუშავებას. თუმცა ცოტა ხანში დავინახეთ, რომ ძალიან ნელა, მაგრამ უკან-უკან დაიწყო საბაგირომ სვლა. უკუსვლა თანდათან აჩქარდა. ადამიანები ყვიროდნენ, სრულ გაურკვევლობაში ვიყავით. ყრიდნენ ეკიპირებას და ხტებოდნენ. მე და ჩემმა მეგობარმა გოგომაც ავხსენით დამცავი ბარიერი და გადმოვხტით. ჩემი მეგობარი უვნებლად გადარჩა, მაგრამ მე ფეხი დავიზიანე". გაგრძელება