“ფეისბუქი”, “ინსტაგრამი”, “ტვიტერი” - ეს იმ ონლაინ-პლატფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც ვირტუალურად ვცხოვრობთ, ვდებთ ფოტოებსა და სიახლეებს ჩვენ შესახებ, მაგრამ ზოგჯერ ყურადღების გარეშე ვრჩებით და ჩვენი "ექაუნთ პროფაილიც" უსიცოცხლოდ გამოიყურება.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მეორეხარისხოვანი ხართ. უბრალოდ, თქვენ სწორად ვერ გათვალეთ თქვენი ონლაინ-ნაბიჯები. მე მინდა ის ათი ოქროს წესი გაგიზიაროთ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტრენინგზე შევიმუშავეთ:
1. იყავი რეგულარულად აქტიური
წარმოიდგინეთ დიდი ოთახი, უამრავი ადამიანით სავსე. შეამჩნევს ვინმე თქვენ არსებობას, თუკი რომელიმე კუთხეში მიიმალებით?
2. გამოიყენეთ მეტი გრაფიკა/ფოტო და ნაკლები ტექსტი
არის პოსტები, რომლებიც დანახვისთანავე გვაშინებენ და დიდი შავი თვალებით - ასოებით გვიყურებენ. ასეთ უგზო-უკვლოდ დიდ ტექსტს სწრაფადვე ავუვლით ხოლმე გვერდს. ფოტოს შეხედვას კი რა უნდა...
3. აკონტროლე, რა ხდება "მეზობელ" გვერდებზე
იქნებ რამე ისეთი ამბავია, რაც ხალხის ყურადღებას მარტივად იპყრობს? დააკვირდი, რას ალაიქებენ, აკომენტარებენ...
4. შექმენი საკუთარი აუდიტორია
მთავარია, იპოვო ადამიანები, რომლებიც შენნაირად ფიქრობენ, იგივე ინტერესები და ხასიათები აქვთ. მაშინ არც ულაიქობა შეგაწუხებს და არც უკომენტარობა.
5. გამოიყენე მეგობრების სივრცე
ფოტოზე, პოსტზე მონიშვნა, სხვის კედელზე გამოქვეყნება, დაკომენტარება - ეს უფრო თვალშისაცემს გაგხდის და ახალი აუდიტორიის მოზიდვაში დაგეხმარება.
6. იყავი კრეატიული
7. იყავი ლაკონური
8. შეარჩიე დრო
ერთ-ერთი სტრატეგიის მიხედვით, დაპოსტვისთვის საუკეთესო დრო საღამოს საათებია.
9. არ იყო აგრესიული
10. არ გადააჭარბო
დღეში 2-3 პოსტზე მეტი შენს გვერდს მოსაწყენს გახდის.
მარიამ ელიაშვილი
5 ნიშანი იმისა, რომ ინტერნეტში ყველას აღიზიანებთ
რატომ არ უნდა გააკეთოთ ონლაინ-ტესტები, რომლებიც "ფეისბუქით" ავტორიზაციას მოითხოვს
"ფეისბუქი" - შეყვარებულთან ურთიერთობის მკვლელობის იარაღი