გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ულამაზეს ღვინის ქარხანაში H&M-მა თბილისში პირველი Conscious Exclusive კოლექციის წარდგენას უმასპინძლა.
ღონისძიებას მედიისა და მოდის სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა შორისაც იყვნენ: ნანუკა ჟორჟოლიანი, თაკო ჩხეიძე, ნინო ცქიტიშვილი, გვანცა დარასელია, დალი ჩიტალაძე და ა.შ. კოლექცია, რომლის შთაგონებასაც შვედი მხატვრების, კარინ და კარლ ლარსონების სახლი წარმოადგენდა, H&M-ის თბილისის მაღაზიაში 19 აპრილიდან გამოჩნდება.
H&M Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექცია მთლიანად მდგრადი მასალებისგანაა შექმნილი. პირველად კოლექციაში, H&M-მა წელს ორი ახალი მდგრადი მასალა წარმოადგინა: გადამუშავებული ვერცხლი და ECONYL®-ი – ბადეებისა და ნეილონის ნარჩენების 100%-ით გადამუშავებისაგან მიღებული ნეილონის ბოჭკო. კოლექცია, რომელიც ხელს უწყობს სუფთა ოკეანეებისა და ხმელეთის არსებობას, ამასთანავე, თავის უნიკალურ სტილსაც ინარჩუნებს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
„Conscious Exclusive კოლექცია მიზნად ისახავს, გააფართოოს მდგრადი მოდის ინოვაციები. გადამუშავებული მასალების გამოყენებითა და მდგრადი მოდის გათვალისწინებით, ჩვენ გვსურს შევქმნათ კოლექცია, რომელიც მრავალმხრივ განსაკუთრებული იქნება, კერძოდ, ის უნდა იყოს ლამაზი, დამზადდეს მდგრადი მასალებისაგან და დიდხანს შეძლოს მომხმარებელმა მისი გამოყენება“, - აღნიშნავს ანა-სოფია იოჰანსონი, H&M-ის კრეატიული მრჩეველი.
კოლექციაში შეხვდებით როგორც ელეგანტურ კაბებს მაქმანებითა და ყვავილების პრინტით, ასევე - თანამედროვე, ყოველდღიურ სამოსსაც. კოლექციის ფერთა გამა შედგება მწვანე, მუქი ნაცრისფერი, თეთრი და შავი ფერებისაგან, რომლებსაც ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი და ბაცი ვარდისფერი დაჰკრავს და მას დახვეწილობასა და ენერგიას მატებენ.