ალბათ ყველას გახსოვთ გიორგი ქისტაური, რომელმაც თავი სახალისო ფოტოებითა და ვიდეოებით დაგვამახსოვრა.
მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ბევრი ახლაც გვერდში უდგას.
რა ხანია, რაც გადაწყვიტა, რომ „ფეიბუქზე“ ლიზა ქისტაურად „გადაკეთებულიყო“. ამ თემასთან დაკავშირებით ადრე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოეთში ცხოვრება გადაწყვიტა. რაც იმით ახსნა, რომ საქართველოში შესაძლოა უფლებები შეზღუდვოდა.
პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, სწორედ ამიტომ მის გარშემო დღემდე ბევრი კითხვა ტრიალებს. ფაქტია, რომ რადიკალურად განსხვავებული იმიჯის მორგება გამოუვიდა და ბევრი სწორედ გოგოდ მოიხსენიებს. საზოგადოებას შეუმჩნევლად არც შეცვლილი მკერდის ზომა და ფორმა დარჩენია.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ქისტაური მაკიაჟის ტექნიკას არცთუ ისე ცუდად ფლობს, რაზეც მისი „მეიქაფი“ მიგვითითებს. მსგავსი მაკიაჟის გაკეთება ბევრ გოგონას უჭირს კიდეც. არ ერიდება თამამი ფოტოების გამოქვეყნებას, იცვამს მოკლე კაბებს, იცვლის ვარცხნილობებს და ა.შ.
დღემდე არაერთი ადამიანის კრიტიკის ობიექტია, თუმცა მის მიმართ დადებითად განმსჭვალული ადამიანები აზრის საჯაროდ გამოხატვას სულაც არ ერიდებიან. მათი უმეტესობა გოგონაა. ისინი მის მიმართ კომპლიმენტებსა და თბილ სიტყვებს არ იშურებენ.