მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი, სწორედ ის სელებრითია, რომელიც „ინსტაგრამზე“ აქტიურობით თინეიჯერებსაც კი არ ჩამორჩება. მას 74.1k გამომწერი ჰყავს.
ნინას ასაკთან დაკავშირებით მისი გამომწერები დავას არ წყვეტენ. ერთ-ერთმა ისიც კი დაუწერა, რომ მას ასაკის მომატება დაეტყო, რასაც ასეთი გამოხმაურება მოჰყვა: „არ ბერდება და წლები არ ემატება“, „პირიქით, ისე კარგად გამოიყურებით მგონი წლები გაკლდებათ“.
აქვე, პოპულარულმა ქალბატონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენი წლისაა.
„40 წლის ვარ უკვე და არ მინდა პლასმასივით გამოვიყურებოდე“- წერს მომღერალი.
„რა აზრი აქვს რამდენი წლის ხარ? ზოგი ბებერი იბადება. ძაან მაგარი გოგო ხარ ნინაჩკა, ვგიჟდები შენზე. მე 49 წლის ვარ და მერე რა. 18 და 20 წლის ასაკში ყველა ლამაზია, მაგრამ 40+ შენსავით გამოიყურებოდეს ყველას არ შეუძლია, კრიტიკა კი არა რჩევებს უნდა გეკითხებოდნენ.“
უპასუხა ნინას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა.
ფაქტია, რომ მომღერალი თავს მაქსიმალურად უვლის და ცდილობს, რომ მუდმივად ფორმაში იყოს.