თამო ვაშალომიძე ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება. პირველი შვილი მოდელს გოგონა ჰყავს, რომლის მამის ვინაობასაც თამო აქამდე არ ამხელს.
მეორე ორსულობისას საყვარელ მამაკაცს აღარ მალავს და მასთან ერთად ფოტოებზე ხშირად პოზირებს.
ინფლუენსერ ანი იმედაშვილის შემდეგ თამო მეორე ცნობილი სახეა, რომელმაც კარანტინში გაიგო ორსულობის შესახებ. მოდელს უკვე მოზრდილი მუცელი აქვს და სავარაუდოდ, შემოდგომაზე იმშობიარებს.
საყვარელი მამაკაცი თამოს ძალიან ანებივრებს. საუზმე ლოგინში მიაქვს და არც ყვავილების თაიგულებს აკლებს. იხილეთ ფოტოები