ნინა სუბლატს და გიორგი შამანაურს შვილი შეეძინათ. მშობლებმა პატარას ალექსანდრე დაარქვეს.
წყვილმა უკვე უამრავი მილოცვა მიიღო, როგორც უცხოელი, ისე ქართველი გულშემატკივრებისგან.
მათ ალექსანდრეს პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნეს, რამაც ადამიანები ძალიან გაახარა.
"არ ვიცი, ვიღაცა პატარა ბავშვია მოსული ჩემთან", - წერს ახალბედა, ბედნიერი დედა.
შვილის ფოტო გიორგი შამანაურმაც გამოაქვეყნა.
ნინა ორსულობის პერიოდში „ინსტაგრამზე“ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა და ცდილობდა, რომ ჩვენთვის ბევრი სახალისო და საინტერესო კადრი გაეზიარებინა.
Marao.ge უერთდება მილოცვას და პატარა ალექსანდრეს ბედნიერ მომავალს უსურვებს.