სომხური მასმედია ყურადღებას უთმობს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას: როგორც ოფიციალურ განცხადებებს, ასევე ადვოკატების, ექსპერტების და ნათესავების განცხადებებს, სხვადასხვა ეჭვს. სომხური პრესის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ქართულ მედიაში გაჟღერებულმა თამარ ბაჩალიაშვილის დედის ვარაუდებმა მთიან ყარაბაღში იარაღის გაგზავნის თაობაზე, მისმა მოწოდებამ თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი...
"დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა 4 დღის განმავლობაში თამუნას მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე - ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და დასახელდეს მკვლელი, თუ - მკვლელები. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ მათ. პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე, აქამდე ვერ გაშიფრეს ეს რაღაც ციფრი - 15. აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც ამიტომ, იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიიდან. იარაღს, მოგეხსენებათ, დიდი თანხა სჭირდება და სუს-იც ზუსტად ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.
სომხური გამოცემა "ლრაგირი" («Լրագիր»), აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთის სპეცსამსახურების პირველი მსხვერპლი საქართველოში: რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ“ (ავტორი - ნაირა აირუმიანი, პოლიტიკური მიმომხილველი).
"თურქული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურები დროდადრო ისეთ პროვოკაციებს ახორციელებენ, რაც საქართველოს და მთლიანად რეგიონს საფრთხეს უქმნის", - წერს ავტორი.
"ნიშანდობლივია, რომ თამარის დედა ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხებში მოუწოდებს დაინტერესდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი და არა სომხეთი. ნუთუ მას უთხრეს, რომ იარაღის მიწოდება სომხეთის მხარისთვის ხდებოდა და აზერბაიჯანი არაფერ შუაშია? ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ეს აქცია საქართველოში თურქული სპეცსამსახურების მორიგი ოპერაციაა, რომელიც სომხეთ-საქართველოს ღერძის შექმნის წინააღმდეგაა მიმართული. გაგრძელება