როგორც ჟურნალისტი სტატიაში წერს, "1994 წელს დაბადებულმა ბერამ ცხოვრება რუსეთში, საქართველოსა და საფრანგეთში გაატარა. სწორედ პარიზში დადიოდა სკოლაში. როგორც იხსენებს, გამორჩეული გარეგნობის გამო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. არასდროს უგრძვნია
როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა, ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო".

"მამაჩემს დღემდე უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ", - აცხადებს ბერა WIRED-თან ინტერვიუში.
ბერას თქმით, მამამისი ყოველთვის უბიძგებდა კრიტიკული აზროვნებისკენ:
"ეს ჭადრაკის თამაშს ჰგავდა. მან გამწვრთნა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამაჩემთან. ის ყოველთვის ამბობდა, რომ დიდი ხის ნაწილი ვიყავი, რომელსაც ასევე დიდი ჩრდილი ჰქონდა. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა ამ ხის ჩრდილში დარჩენა. მე ერთადერთი ვიყავი ჩემს და-ძმებს შორის, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო. ვამბობდი, მირჩევნია ეს ხე მოვჭრა, ვიდრე მის ჩრდილში ვიცხოვრო". გაგრძელება