თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.
"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1-ლი ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.
"ინტერპრესნიუსი"