კატის მისიაა თქვენი ცხოვრების უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდა.
თუ კატა გყავთ, მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რასაც ის აკეთებს თქვენთვის და თქვენი სახლისთვის.
ბევრი ფიქრობს, რომ კატები არაფერს აკეთებენ, ჭამის, ძილისა და კრუტუნის გარდა.
სინამდვილეში, ამ ცხოველებს ბევრი სარგებელი მოაქვთ თავიანთი პატრონებისათვის და ეს ენერგიული ველის გავლით ხდება.
კატები ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უარყოფითი ენერგიისგან გაათავისუფლონ.
დიახ, ზოგი მათგანი ბუნებით ძალიან ზარმაცია, მაგრამ ალბათ თქვენ შენიშნავდით, რომ პატარა კნუტიც კი ყოველთვის ცდილობს თქვენთან მოსვლას, მაშინ, როცა თავს დეპრესიულად გრძნობთ.
ადამიანებმა დიდი ხანია იციან კატების ჯადოსნური ძალის შესახებ.
ძაღლები ჩვენ და ჩვენს სახლებს იცავენ ძარცვისგან, მაგრამ კატა გიცავთ უარყოფითი ენერგეტიკული ველისგან.
- ოდესმე ყურადღებით დაკვირვებიხართ კატის ქცევას? გეთანხმებით, ეს შეიძლება უცნაურად და იდუმალად მოგეჩვენოთ ძაღლებთან შედარებით, რომლებიც უფრო მხიარულები არიან და ემოციურად მეტად დამოკიდებულები არიან პატრონზე.
- როგორც ჩანს, კატები მუდმივ ურთიერთქმედებაში არიან რაღაც უხილავთან, მაშინაც კი, თუ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ.
- ეს ხდება იმიტომ, რომ მათ კავშირი აქვთ სამყაროს უფრო მაღალ ძალებთან, იმასთან, რაც ადამიანის თვალისთვის უხილავია.
- ალბათ, შეგიმჩნევიათ, როგორ ზის თქვენი კატა და უყურებს გარკვეულ წერტილს, თითქოს ის ხედავს ისეთ რამეს, რისი დანახვაც არ შეგვიძლია.
- სამყარო სხვადასხვა სახის ენერგიისგან შედგება და ეს ენერგიები, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, მუდმივ მოძრაობაშია.
რაც უფრო მოდუნებულია თქვენი ბეწვიანი შინაური ცხოველი, მით უფრო მეტ სამუშაოს ასრულებს.
გარდა ამისა, კატებს შეუძლიათ დაიცვან ადამიანი წყევლისგან, ბოროტი თვალისგან და მსგავსი რამეებისგან.
ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად უნდა ეკონტაქტოთ თქვენს შინაურ ცხოველს, რაც მას საშუალებას მისცემს, დაგიცვათ ავი თვალისგან და სხვისი მხრიდან წამოსული ნეგატივისგან.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ კატის ძალა, უნდა გაიგოთ, რა არის საჭირო ნეგატივისგან გასათავისუფლებლად.
- მარცხენა ხელით ნელ-ნელა მოეფერეთ კისერზე, მარჯვენა ხელით კი - კუდზე. ეს დაგეხმარებათ, რომ სრული კონტაქტი იქონიოთ და ასევე, საშუალებას მოგცემთ, სრულად გამოიყენოთ მისი ყველა შესანიშნავი შესაძლებლობა.
- ცნობილია, რომ კატებს სამკურნალო ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ უბრალოდ მის გვერდით დაწოლით შეგიძლიათ მთლიანად გათავისუფლდეთ ემოციური სტრესის სიმძიმისგან.
ასე რომ, კატა თქვენს სივრცეში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან გასაწმენდი ძლიერი „ინსტრუმენტია“.
წყარო: Cluber