მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქზე" დაწერილი კომენტარის გამო სკანდალში გაეხვა და საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო - ნინი გადაცემა "კაცების" სტუმარი იყო, გადაცემის ვიდეოს კომენტარებში კი "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასეთი რამ დაწერა: "ერთადერთი გადაცემაა, რომელსაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი."
აღნიშნულ კომენტარს ნინი ასეთი ფორმით გამოეხმაურა: მისი ავტორის ფოტო საპასუხო კომენტარში ატვირთა და დაწერა - "ამ ვიდით რამდენს ბედავ!"
ბადურაშვილი ყოველივეს გამო მკაცრად გააკრიტიკეს და მისი მისამართით სოციალურ ქსელში არაერთი სტატუსი დაიწერა, რის შემდეგაც ნინიმ პოსტი გამოაქვეყნა, აღიარა, რომ არასწორად მოიქცა, ხოლო თავისი კომენტარის ადრესატს ბოდიში მოუხადა. გაგრძელება