სიახლე

"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერის ამონარიდები

"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერის ამონარიდები
დღეს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ის ხუთი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რომ­ლებ­საც გო­გო­ნა დრო­დად­რო აკე­თებ­და.

AMBEBI.GE ემო­ცი­უ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლის დე­ტა­ლებს გთა­ვა­ზობთ.

აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ებ­ში თა­მა­რის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის მცდე­ლო­ბა ჩანს. ის უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით, თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით, სწავ­ლით, სამ­სა­ხუ­რით და მიღ­წე­ვე­ბით. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში, სა­დაც თა­მა­რი უმ­თავ­რე­სად მე­ო­რე პირ­ში სა­უბ­რობს, ხში­რად ის­მის შე­ძა­ხი­ლი, გამ­ხნე­ვე­ბა და მო­წო­დე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ რენ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის მო­ნო­ლო­გია ჩა­წე­რი­ლი:


"თა­მარ, შენ ეს შე­გიძ­ლია, შენ
უკე­თე­სი უნდა გახ­დე და გა­მოს­წორ­დე. შენ უნდა გა­მოს­წორ­დე, მხო­ლოდ შენ ხარ შენი თა­ვის პატ­რო­ნი, სხვა პატ­რო­ნი არ გყავს. სა­მუ­და­მოდ გინ­და დარ­ჩე ფო­ნი­ჭა­ლა­ში, 27კვ.მ ბი­ნა­ში სამ ოჯა­ხის წევრთან ერ­თად, იყო გა­მო­უ­სა­დე­გა­რი და მო­სა­წყე­ნი ადა­მი­ა­ნი?

2012 წელს რაც ვერ შე­ძე­ლი... ისიც კი ვერ შე­ძე­ლი, სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბა...ახლა, რო­გორც გინ­და, შე­ი­თავ­სე სწავ­ლა, შრო­მა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შენ უნდა გან­ვი­თარ­დე, ყვე­ლას უნდა და­უმ­ტკი­ცო, რომ მათ­ზე უკე­თე­სი ხარ, ბევ­რი უნდა იმუ­შაო თავ­ზე, შე­დეგ­თან უნდა მიხ­ვი­დე, სხვა­ნა­ი­რად ტე­ხავს".

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში თა­მა­რი წა­რუ­მა­ტე­ბელ სე­მესტრზე ლა­პა­რა­კობს და ამის გამო სა­კუ­თარ თავს ტუქ­სავს: 
"ვე­რა­ფერს ვერ­სად მი­აღ­წიე, პი­როვ­ნუ­ლად ვერ გან­ვი­თარ­დი, არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა ჩემ­თვის, ვერ მი­ვი­ღე შე­დე­გი, რაც მარ­ტო ჩემი ბრა­ლია. ადრე რთულ მო­მენ­ტებს ტი­რი­ლით გად­მოვ­ცემ­დი, ახლა ვე­ღარ ვტი­რი. არ ვიცი, კაია თუ ცუდი, მაგ­რამ უფრო მძი­მედ ვგრძნობ თავს. არა­ნა­ი­რი გეგ­მის და­წყო­ბას ცხოვ­რე­ბა­ში აზრი არ აქვს.

რა უნდა ცხოვ­რე­ბას ჩემ­გან?! 2012 წლის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ბევ­რი ვი­ფიქ­რე, გეგ­მე­ბი და­ვა­წყე, შე­იძ­ლე­ბო­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სუს­ტი ვარ, რე­ა­ლუ­რად". გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93