სიახლე

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად, ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოვიდა

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად, ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოვიდა
გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 10.00.
დები ბრონტეების შემოქმედებას ბევრი მკითხველი ჰყავს. ემილი ბრონტეს წიგნი "ქარიშხლიანი უღელტეხილი" ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის მიჩნეული. წიგნი თავდაპირველად 1948 წელს, ემილის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, "Ellis Bell"-ის ფსევდონომით გამოქვეყნდა. რომანში იმდენად მწვავედ იყო დანახული საზოგადოებრივი პრობლემები, სისასტიკე, მკაცრი მენტალური მდგომარეობა, ფარისევლობა რელიგიაში, მორალი, სოციალური კლასები და გენდერული უთანასწორობა, რომ ბევრი კრიტიკოსის აზრით, წიგნი აუცილებლად კაცის
დაწერილი უნდა ყოფილიყო. დიდ ნაწილს კი მწერლის სრულიად განსხვავებული წერის მანერა აოცებდა.

ემილი ბრონტეს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მისი უფროსი დის, შარლოტა ბრონტეს შესწორებების შემდეგ ხელახლა, უკვე ემილი ბრონტეს ნამდვილი სახელითა და გვარით გამოიცა.

წიგნის მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია, ანუ მისტერია, რომელიც უსასრულოდ გრძელდება.

„ის ღამე, როცა "ქარიშხლიანი უღელტეხილის" კითხვა დავიწყე, კარგად მახსოვს და მგონი, არასდროს დამავიწყდება. ასეთი სულისშემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასოდეს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც კი ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი", - ასე აფასებს აკა მორჩილაძე ამ რომანს.

„ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ათამდე კინოვერსია არსებობს. 1920 წლიდან სხვადასხვა დროის ცნობილი მსახიობების მიერ გოთიკური ჟანრის ეს რომანი არაერთხელ გაცოცხლდა ეკრანზე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93