Samsung-ი საქართველოში უკვე წლებია იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას. მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მარტივად განასხვაოს ჩვენი რეგიონისთვის განკუთვნილი ოფიციალური სმარტფონი არაოფიციალური და კონტრაფაქციული ტელეფონებისგან. დამცავი ნიშანი სამხრეთ კორეაში სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება და მისი გაყალბების შესაძლებლობა ნულამდეა დაყვანილი.
დამაინც, რატომ არის აუცილებელი "სამსუნგის" სმარტფონების მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეძენა? ოფიციალურჰოლოგრამიანი სმარტფონი ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის, თავსებადია ქართული მობილური ოპერატორების ქსელებთან და ინტერნეტ თუ სატელეფონო კავშირთან პრობლემა არასდროს შეგექმნება. ამავდროულად, სმარტფონს მოჰყვება აქსესუარები, რომლებიც საქართველოს რეგიონისთვის არის ადაპტირებული. მას მოჰყვება "სამსუნგის" გარანტია და რაც მთავარია, ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება, რაც კიდევ უფრო დაცულს გახდის, ვინაიდან იცი, რომ სერვისცენტრში მოგემსახურებიან პროფესიონალი ტექნიკოსები და შენი მოწყობილობის დაზიანებული ნაწილების ჩანაცვლება მოხდება მხოლოდ ახალი და ორიგინალი ნაწილებით.
- თუმცა ეს ყველაფერი არ არის. "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას შენ გელის გარანტირებული საჩუქრები!
Samsung-ი უამრავ საინტერესო შემოთავაზებას გთავაზობს. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ "სამსუნგის" სმარტფონის რომელ ოფიციალურ მოდელს შეიძენ, შენ დასაჩუქრდები ყურსასმენით, ჭკვიანი საათით, სხვადასხვა ნომინალიანი ვაუჩერით ან სხვა მოწყობილობებით. რაც მთავარია, ნებისმიერი ფლაგმანის შეძენისას შენ გექნება უსაზღვრო ეკრანის 1-წლიანი გარანტია; ერთი წლის განმავლობაში, ნებისმიერი მიზეზით გატეხილ ეკრანს "სამსუნგი" სიმბოლურ ფასად საჩუქრად შეგიცვლის.
ასევე, ოფიციალური "სამსუნგის" შეძენისას შეგიძლია ჩაერთო Trade In აქციაში!
რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია მიიტანო და შეაფასო შენი ნებისმიერი ბრენდის და მდგომარეობის სმარტფონი და შეიძინო, მაგალითად Galaxy Note 20 Ultra განსაკუთრებული ფასდაკლებით. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ მიიტანო შენი სმარტფონი Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში, სადაც ტექნიკოსები შეამოწმებენ მის მდგომარეობას და შეაფასებენ მას ეკრანის, ელემენტისა თუ სხვა პარამეტრების მიხედვით. შედეგად, გადმოგეცემა ფასდაკლების ვაუჩერი (200 ლ-დან 3000 ლ-მდე), რომელსაც გამოიყენებ "სამსუნგის" უახლესი სმარტფონების შესაძენად.
უკვე დარწმუნებით იცი, თუ რატომ უნდა შეიძინო Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, მაგრამ გაქვს კითხვა, თუ სად შეიძლება ორიგინალი მოწყობილობის შეძენა?! საქართველოში "სამსუნგის" ოფიციალური პარტნიორი მაღაზიებია: "ალტა", "ელიტ ელექტრონიქსი", "მეგატექნიკა", "მაგთი", "მეტრომარტი" და ყველა ის მაღაზია, სადაც "სამსუნგის" სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით იხილავ.
გახსოვდეს, ჰოლოგრამა გიცავს... და ახლა უკვე გასაჩუქრებს
R