სიახლე

ტოპ 5 ახალი გამოცემა, რომლებიც ამ შემოდგომაზე უნდა წაიკითხო

ტოპ 5 ახალი გამოცემა, რომლებიც ამ შემოდგომაზე უნდა წაიკითხო
პანდემიის გამო მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. შესაბამისად, მეტი დრო გვრჩება კითხვის, ფილმებისთვისა თუ რაიმე შემოქმედებითი პროცესისათვის. შემოდგომას კითხვა ყველაზე მეტად უხდება. ახალი ლიტერატურული თავგადასავლები კი სტრესსაც ამცირებს.
რადგან ახლა მეტი დრო გვაქვს იმისათვის, რომ არ ჩამოვრჩეთ და მივყვეთ ლიტერატურულ სიახლეებს, გთავაზობთ ტოპ 5 ახალ გამოცემას, რომლებსაც ამ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გაეცნო:

ელიფ შაფაქი - როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში


„თანასწორობის საუკუნე“, რომელიც სავსეა უთანასწორობით; ადამიანები, რომლებსაც ხმის უფლება აქვთ, მაგრამ მისი გამოყენების
საშუალებას არ აძლევენ; ყოველდღიური კატაკლიზმები, ომები, დაპირისპირებები, ტანჯვა და უზარმაზარ სამყაროში მარტოსულობის განცდა... როგორ არ უნდა შეიშალო და როგორ იპოვო შენს თავში ძალა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ადამიანად დარჩე?
ბუკერის პრემიის ნომინანტი, რომანისტი და აქტივისტი ელიფ შაფაქი, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე თურქეთისა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმას“ უწოდებენ, ახალი წიგნით დაუბრუნდა მკითხველს.
„როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში" - თანამედროვე მსოფლიოში არსებულ პრობლემათა გამოძახილია.

ჯემალ ქარჩხაძე - ანტონიო და დავითი


რომანის მოქმედების ადგილი შუა საუკუნეების საქართველოა, ხოლო მთხრობელი - იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. "ანტონიო და დავითი" დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.

ტომ ჰენქსი - არაჩვეულებრივი ეგზემპლარი

ტომ ჰენქსი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობია, მწერალიც არის და კიდევ... ძველებური საბეჭდი მანქანების კოლექციონერი. სწორედ საბეჭდი მანქანაა ამ წიგნის ჩვიდმეტივე მოთხრობის ერთ-ერთი გმირი - თითქოს მივიწყებული და უკვე უვარგისი არტეფაქტი, სინამდვილეში კი თხრობის მნიშვნელოვანი მონაწილე. ტომ ჰენქსმა ძალიან კარგად იცის მისი თითოეული დეტალი. წიგნის სათაურიც "არაჩვეულებრივი ეგზემპლარი" სწორედ ამ კომპიუტერამდელ აგრეგატზე აკრეფილი ტექსტის განუმეორებლობაზე მიუთითებს.
ჩვენ ვიცნობთ თანამედროვეობის დიდ მსახიობ ტომ ჰექსს, ახლა კი მწერალ ტომ ჰენქსსაც გავიცნობთ.

შოთა იათაშვილი - დამწყები

დამწყები და თან მაქსიმალისტური – ეს პოეტისა და კრიტიკოსის, შოთა იათაშვილის პირველი რომანია, რომელიც წიგნის მაღაზიის თაროზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა მკითხველთა დიდი დაინტერესება უკვე გამოიწვია. "დამწყები – მაქსიმალისტური რომანი“ უკვე დაასახელეს, როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლედ.
„ასე მგონია, რომ შოთა იათაშვილს კიდევ ბევრჯერ მოუწევს ამ ტექსტის გადაწერა; და გადა-წერის ამ აქტით კიდევ ერთხელ მიხვედრა, თუ რა მაქსიმალისტურ „ტელოსს“ შეეჭიდა“, – ასე ახასიათებს კრიტიკოსი დავით ანდრიაძე შოთა იათაშვილის ახალ რომანს.


ელიფ შაფაქი - ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში

ქალის ბედი მეოცე საუკუნის თურქეთში; ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში; ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი - მიძინებული თუ ყალყზე შემდგარი, მტრულად განწყობილი თუ ხალისის მომგვრელი, მოზეიმე თუ მგლოვიარე...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93