იტალიელ მილიონერ ბიზნესმენ ჯანლუკა ვაკს სულ ახლახან შვილი შეეძინა. ბიზნესმენმა შვილს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო და მეუღლის, შარონის დაბრუნებამდე სახლი მთლიანად მორთო.
მოცეკვავე მილიონერმა სახლის ყველა მოსამსახურე სპეციალურად გამოაწყო, ეზო ფუმფულა სათამაშოებითა და ბუშტებით მორთო და მეუღლეს თავისი დახვედრით გული აუჩუყა. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჯანლუკა და შარონი "ტიკ-ტოკზე" საკმაოდ აქტიურები არიან. შარონი მთელი ორსულობა ცეკვის ვიდეოებს დებდა და ვაკთან ერთად პანდემიის პერიოდს სასიამოვნოდ ატარებდა.
ორსულობის შემდეგ ვაკმაც და შარონმაც პირველი ფოტოც გამოაქვეყნეს. ბავშვს ბლუ ჯერუსალემა დაარქვეს.