"ქანბებეს" გუნდი მუდმივად ზრუნავს ბავშვებისა და მშობლებისთვის, უკეთესი პირობების შექმნაზე. ამ პროცესში ბევრი ახალი იდეა მოგვივიდა. აქტიურად ვმუშაობდით ამ იდეების განხორციელებაზე და დღეს მოხარულები ვართ გაგაცნოთ საფენში ინტეგრირებული, ახალი, ზრუნვის გაუმჯობესებული ტექნოლოგიები.
სიმშრალე უპირველეს ყოვლისა
პატარას ცხოვრება საფენთან ერთად იწყება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდანვე იგრძნოს სიმშვიდე. სწორედ ამიტომ "ქანბებემ" შექმნა ახალი შემწოვი და გამანაწილებელი ტექნოლოგია, რომელიც წამიერად ისრუტავს მთელ სითხეს და თანაბრად ანაწილებს მთელ ქსოვილზე. ეს არის ბავშვის დიდი ხნით სიმშრალის გარანტია. მშვიდად არიან პატარები, მშვიდად არიან დედებიც.
დაცვა უმნიშვნელოვანესია ამიტომაც ბავშვის საფენს, წინა და უკანა მხარეს დავუმატეთ ჩამკეტები. ეს უნიკალური ტექნოლოგია ექსკლუზიურად "ქანბებეს" მიერაა შემუშავებული და პატარებს სითხის საფენიდან გაჟონვისგან საიმედოდ იცავს.
ბევრი სინაზე პატარებისთვის ბავშვის კანი ძალიან ნაზია და განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. იმისათვის, რომ ჩვენი პატარების სათუთი კანი დავიცვათ, შევქმენით ღრუბელივით რბილი მანჟეტები, რომლებიც არანაირ კვალს არ ტოვებს ახალშობილის ფეხებზე.
და პატარა მინიშნება მშობლებისთვის
ახალი "ქანბებე" ახალშობილის მშობლებზეც ზრუნავს. განახლებული პროდუქტი ფერს იცვლის და უფროსებს მიანიშნებს, რომ საფენის გამოცვლის დროა.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ტექნოლოგიების დახვეწაზე, გვიყვარს ცვლილებები, თუმცა, რაც არასდროს იცვლება, არის - რაც ხდება "ქანბებეში", რჩება "ქანბებეში".
R