სულ ცოტა ხნის წინ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ სასექსის ყოფილი ჰერცოგინია, პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი მეორე ბავშვს ელოდება. ინფორმაცია დაუზუსტებელია, თუმცა ბრიტანეთში ამაზე უკვე აქტიურად საუბრობენ და როგორც ყვითელი პრესა წერს, ამ ვარაუდის რამდენიმე მყარი დამადასტურებელი ფაქტიც არსებობს.
მეგან მარკლიზე დაკვირვება ყვითელმა პრესამ ამ ბოლო პერიოდში დაიწყო. როგორც პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს, მეგანი მუცლის დამალვას ცდილობს და თავის ფარულ ორსულობას არაფრის დიდებით არ ამჟღავნებს.
დღეს მსახიობი და პრინცი ჰარი კალიფორნიაში ერთ შვილთან, არჩისთან ერთად ცხოვრობენ და უკვე დროა, მეორე ბავშვზეც იფიქრონ.
2019 წელს,პრინცმა ჰარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეგანს ორი შვილის ყოლა უნდოდა, ეს კი ბრიტანულ მედიაში ეჭვებს აჩენს. მათი აზრით, წყვილი უკვე ელოდება მეორე ბავშვს. ჰარი და მეგანი სანტა-ბარბარაში, კომფორტულ და კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობენ, დამოუკიდებლად კარგად გრძნობენ თავს და ამ პირობების გათვალისწინებით, მზად უნდა იყვნენ ოჯახში ახალი თავგადასავლის დაწყებისთვისაც.
ჟურნალ "ჰოლივუდლაიფის" თქმით, მეგანს ორსულობის შესახებ სოციალურ ქსელში არ დაუანონსებია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრინცესა ორსულად არ არის.
პაპარაცებმა მეგანი და ჰარი მეგობრის სახლიდან ვახშმობის შემდეგ სახლში მიმავლები დააფიქსირეს. მეგანს ჯინსები, ნაქსოვი პულოვერი და გრძელი პალტო ეცვა, ამან კი მედიაში ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა, რომ პრინცესა ამ ჩაცმულობით ორსულობის დამალვას ცდილობს.
კიდევ ერთი გასაოცარი დამთხვევა ემატება ჭორებს. პრინცესა დაიანას ასტროლოგმა დები ფრენკმა ჟურნალ "ჰელოუში" დააანონსა, რომ მეგანსა და ჰარს 2020 წელს დიდი სიახლე, მეგანის ორსულობა ელოდათ. ჯერ წყვილი დუმს და ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
წყარო: www.thenews.com