ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე შატილის ავარიას სასწაულებრივად გადარჩენილი ხატია დევსურაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"ეს გოგო? ეს გოგო მეორედ დაიბადა...
ეს გოგო მეორედ დაბადების მერე კიდევ ერთხელ მოკვდა, როცა დის გარდაცვალება გაიგო და ისევ დაიბადა და გააგრძელა ცხოვრება...
ეს გოგო დედას გადარჩენილი იმედია...
ეს გოგო დედის ლოცვამ, სხვა უამრავი ადამიანის ლოცვამ გადაარჩინა და შვილმკვდარი დედა უფრო მუქ ძაძებში არ გახვია... ეს ის გოგოა, ყველა ახლობელმა რომ გამოვიტირეთ პირველ დღეს, რადგან გვითხრეს, რომ გარდაიცვალა... და გავიხარეთ ძალიან მალე იმით, რომ სუნთქავდა... მერე რა, რომ კომაში იყო, მერე რა, რომ ძალიან მძიმედ იყო, მაინც გვიხაროდა და სულ ციცქნა იმედს ვებღაუჭებოდით, რომ გადარჩებოდა... ოღონდ ესუნთქა, ოღონდ აქ ყოფილიყო, ჩვენთან... განაგრძეთ კითხვა