ეკონომიკის ყოფილი მინისტრს კახა ბენდუქიძეს გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე შვილიშვილი შეეძინა. ანასტასია ბენდუქიძე ბიჭის დედა გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"უკვე 6 წელია 13 ნოემბერი ჩემთვის ყველაზე საშინელი დღეა. ეს იყო დღე, რომელიც გულწრფელად მძულდა. ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულის ნაწილი. როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვის დაბადების ბოლო ვადა 13 ნოემბერი იყო, ვიფიქრე, რომ ბედი სასაცილო რამაა...
მაგრამ ჩემმა ვაჟმა თავად აირჩია დაბადების დღე და გადაწყვიტა, რომ სამყაროს მოვლენოდა 3,5 საათით ადრე. ასე რომ 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე ალექსანდრე მხეიძე დაიბადა, 3,7 კგ და 51 სმ“ - წერს ანასტასია ბენდუქიძე. გაგრძელება