ბოლო დროს ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობდნენ. გამომწერებს პატარა ბერუკა ძალიან მოენატრათ და მისი ახალი ფოტოების ნახვის შემდეგ დადებითმა კომენტარებმაც არ დააყოვნა.
პატარა ბერუკას ფოტოები უკვე რა ხანია, რაც "ინსტაგრამზე" არსებული გამომწერებისგან დიდ მოწონებას იმსახურებს.
ბევრმა აღნიშნა, რომ პატარა კიდევ უფრო უკეთესი გახდა.
როგორც ხედავთ, პატარას ამჯერად ღია ფერის, სადა სამოსი შეურჩიეს. როგორც წესი, როდესაც საოჯახო ფოტოსესიაზე მიდიან, მშობლებიც იმ ფერის სამოსს იცვამენ, რა ფერის ტანსაცმელიც ბერუკას აცვია.
ბერუკა ძალიან მხიარული და ხალისიანი ბავშვია. გამომწერები ამბობენ, რომ მისი ფოტოების დანახვა შესანიშნავ განწყობას უქმნით და ახალ ფოტოებს მოუთმენლად სწორედ ამიტომ ელოდებიან.