21 ნოემბრიდან Hotsale.ge-ზე სხვადასხვა სერვისისა თუ პროდუქტის შეძენისას კიდევ უფრო მეტი დანაზოგის გაკეთება გახდება შესაძლებელი.
Black Friday-ს ფასები გავრცელდება როგორც სილამაზის, ისე თავის მოვლის, კვების, ტექნიკის, საახალწლო, საგანმანათლებლო, სამედიცინო, გასართობ და სხვა დანარჩენ კატეგორიებზე.
Hotsale.ge-ს თითოეულ მომხმარებელს საშუალება ექნება, Black Friday-ს შეთავაზება საკუთარ თავზე მოირგოს და შეიძინოს ის პროდუქცია და სერვისი, რომლებზეც აქციებს ელოდებოდა.
მომხმარებელს სიურპრიზები მხოლოდ ვებგვერდზე არ დახვდება. თქვენ ასევე გელოდებათ „ფეისბუქგათამაშებები", ამიტომ, თუ მასში მონაწილეობის მიღება გსურთ, აუცილებლად ადევნეთ თვალი Hotsale.ge-ს გვერდს. გათამაშებები ბევრ სასიამოვნო და საინტერესო სიურპრიზს მოიცავს, რომლის ადრესატიც შეიძლება ნებისმიერ თქვენგანი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ Hotsale.ge-ზე საახალწლო განწყობა უკვე შეინიშნება - სხვადასხვა ზომის ულამაზესი ნაძვის ხეები, საჩუქრები, ტკბილეული, საშობაო თემატიკით გაფორმებული ღვინო, სათამაშოები, განათებები და სხვა აქსესუარები ვებგვერდზე 70%-მდე დანაზოგით არის წარმოდგენილი. ასევე Hotsale.ge გთავაზობთ ტექნიკის ფართო არჩევანს, რომლის შეძენას შეძლებთ განსაკუთრებულ ფასად და ონლაინგანვადებით სარგებლობის საშუალებით.
როგორც საახალწლო, ისე სხვა კატეგორიებს Flack Friday-მდე პროდუქციისა და სერვისების კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტი დაემატება, რათა მაქსიმალურად ბევრ მომხმარებელს მიეცეს დანაზოგით სარგებლობის შესაძლებლობა.