კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა სწორედ ამ ორ ადამიანს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო.
უგურ შაჰინი კომპანია Biontech-ის დამფუძნებელია. წარმოშობით თურქი გახლავთ. მისი კოლეგა კი თურქი ბიოლოგი ოზლემ ტიურეჩია.
მათ გერმანიის ქალაქ მაინცში პირველებმა მოახერხეს ვაქცინის შექმნა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
ყოველდღე უფრო და უფრო მეტი შეტყობინება მოდის გამოჯანმრთელების შესახებ - მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ოთხი წლის ასაკში უგურ შაჰინი დედასთან ერთად თურქეთიდან გერმანიაში გადავიდა.
ის ჯერ ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც გაკვეთილები თითქმის საღამომდე გრძელდებოდა, ამის შემდეგ კი ახალგაზრდა უგური ლაბორატორიაში წავიდა სამუშაოდ და დილის 4 საათამდე ჩერდებოდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ შაჰინმა მუშაობა კლინიკაში დაიწყო, სადაც დიდხანს შეისწავლიდა ჰემატოლოგიას და ონკოლოგიას.
ის საარლანდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადავიდა სამუშაოდ და სწორედ იქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ოზლემ ტიურეჯს, რომლის მამაც ასევე ექიმი გახლდათ. ოზლემი ოჯახთან ერთად სტამბოლიდან გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.
ქორწინება 2002 წელს შედგა. უგური ყოველთვის აღფრთოვანებული იყო თავისი საქმიანობით და ქორწილის დღეს ლაბორატორიაშიც კი მუშაობდა.
პანდემიის დაწყებამდე მათი კომპანია კიბოს სამკურნალო საშუალებების გამოკვლევაზე მუშაობდა, მაგრამ ჯერჯერობით მათი კვლევა მნიშვნელოვანი წარმატებით არ დასრულებულა.
ამასთან, მათი ფირმის ღირებულება 21 მილიარდი დოლარია, ხოლო შაჰინი კომპანიის ხელმძღვანელია.
მიუხედავად აღიარებისა და სიმდიდრისა, უგური სამსახურისკენ ველოსიპედით გადაადგილდება და ოჯახთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობს, რომელიც სამსახურიდან არც ისე შორსაა.
ვირუსთან დაკავშირებული ამბავი გაზეთიდან ჯერ კიდევ ადრე გაიგო და მიხვდა, რომ ნამდვილი პანდემია ახლოვდებოდა.
მისი დავალებით 400 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მუშაობას ამ მიმართულებით შეუდგნენ. ყველას ესმოდა, რამდენად სერიოზულად იყო საქმე და შვებულებებიც კი გააუქმეს.
კორონავირუსის ვაქცინის მესამე ფაზის წინასწარი შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ მას ადამიანის დაცვა ვირუსისგან 90%-ით შეუძლია. როდესაც შაჰინმა ამის შესახებ შეიტყო, მას, რა თქმა უნდა, სიხარულის მიზეზი მიეცა და სურდა ეზეიმა. ასეც მოიქცა: ცოლს სთხოვა, რომ მისი საყვარელი თურქული ჩაი მოემზადებინა და გემრიელად დაელიათ.
მეცნიერთა ოპტიმიზმი მართლაც გამამხნევებელია და, ალბათ, 100%-იანი შედეგიც უკვე არც ისე შორ პერსპექტივაშია. უნდა დავაფასოთ ისეთი მოკრძალებული გმირები, როგორებიც გახლავთ უგური და მისი ცოლი, რომლებიც იბრძვიან ჩვენი მომავლისთვის. დაგვიწერეთ კომენტარებში, რას გააკეთებთ პირველ რიგში, როდესაც პანდემიას საბოლოოდ დავამარცხებთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ სრულიად ჯანმრთელი ხართ!
წყარო: takprosto