სიახლე

10 რამ, რაც უნდა შეიძინოთ ლოქდაუნამდე - მოასწარით ახალი წლისთვის მომზადება

10 რამ, რაც უნდა შეიძინოთ ლოქდაუნამდე - მოასწარით ახალი წლისთვის მომზადება
ახალი რეგულაციების მიხედვით, საქართველოში 28 ნოემბრიდან სავაჭრო ცენტრები დაახლოებით ერთი თვით დაიხურება, შეწყდება ტრანსპორტის მოძრაობაც.

Marao.ge გთავაზობთ იმ აუცილებელი ნივთების სიას, რომელთა ყიდვაც უნდა მოასწროთ ლოქდაუნამდე, რათა ახალ წელს ტრადიციულად შეხვდეთ.

  • ნაძვის ხე


გირჩევთ შეიძინოთ თეთრი ფერის ნაძვის ხე, რადგან მომავალ წელს ხარის წელია და თეთრი აქტუალური ფერია.

  • ნაძვის ხის სათამაშოები


ნაძვის ხე სათამაშოების გარეშე არაფერია, ამიტომ სათამაშოები და მოსართავი ბრჭყვიალა ნივთები არ გამოგრჩეთ.

  • განათება


ნაძვის ხის სათამაშოები იდეალური
ახალი წლის მოსაყვანად არ კმარა, მას განათება სჭირდება. 

  • საჩუქრები


წლევანდელი ახალი წელი ყველასგან გამორჩეული იქნება, თუმცა Covid 19-ს განწყობას ნუ გავაფუჭებინებთ და ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები წინასწარ იყიდეთ.

  • შესაფუთი ქაღალდები


საჩუქრები კარგია, მაგრამ შეუფუთავად მათი ჩუქება უბრალო ჟესტია, ამიტომ არ გამოგრჩეთ შესაფუთი ქაღალდები და ლენტები.
  • სადღესასწაულო სამოსი


ახალი წლის ღამეს ყველა ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, ამიტომ 2021 წლის შესახვედრად რაიმე ახალი, ლამაზი სამოსიც შეიძინეთ და დროებით კარადაში ჩამოკიდეთ. 

  • სურსათი


სურსათის მაღაზიები არ დაიხურება, თუმცა მარაგი რამდენად იქნება, საკითხავია. ამიტომ შეიძინეთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც სახლში მოათავსებთ და ერთ თვეში არ გაფუჭდება.

მაგალითად,  კონსერვის ქილებში ბარდა, სიმინდი, თევზეულობა, მჟავე კიტრი და ა.შ.


  • საახალწლო ტკბილეულობა

საახალწლო ტკბილეულობაში, პირველ რიგში, ჩურჩხელა, ტყლაპი და ჩირი ვიგულისხმეთ, ეს პროდუქტები არც ერთ და არც რამდენიმე თვეში არ ფუჭდება, თან წინასაახალწლოდ ჩურჩხელა დეფიციტში იქნება, ამიტომ ჯობს თადარიგი დაიჭიროთ და წინასწარ შეიძინოთ.
  • არ დაგავიწყდეთ თაფლი


ახალ წელს, ტრადიციულად, ყველა ოჯახში შეხვდებით გოზინაყს, ამიტომ 1-2 ქილა თაფლიც შეიძინეთ ნამცხვრის და გოზინაყის გასაკეთებლად. 

  • ცოცხი



ქართული ტრადიციის მიხედვით, ახალ წელს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ ახალი ცოცხი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93