ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინასაახალწლო საზეიმო შეკრება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჩვენი ჟურნალისტი ოპერატიულად გაჩნდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა დამსწრეებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. მხოლოდ ერთი თვითმხილველისგან მოხდა შესაძლებელი მწირი ინფორმაციის გაგება, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა:
,,რას წარმოვიდგენდი ნამცხვრის გასინჯვა დაპირისპირებაში თუ გადაიზრდებოდა’’
კითხვაზე რომელ ნამცხვარზე იყო საუბარი და იყო ის კრემიანი თუ არა, თვითმხილველმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
დაპირისპირების დეტალების გარკვევა ახლაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
R