პატარა, მაგრამ საოცრად სტუმართმოყვარე მონაკოს საგრაფოში ელიტური ცხოვრება დუღს და გადადუღს: კანის საღამოებისა და "ფორმულა 1"-ის რბოლების შემდეგ ჯუჯა სახელმწიფოში Monte Carlo Television Festival-ი გაიმართა.
მონტე-კარლოში უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა, რომელთა შორის აშკარად გამოირჩეოდა ერთ-ერთი "სასოწარკვეთილი დიასახლისი" ევა ლონგორია, რომელმაც პრინცი ალბერ მეორე იმდენად მოხიბლა, რომ ამ უკანასკნელმა ცოლი დატოვა და მთელი ფესტივალის განმავლობაში ევას გვერდიდან არ მოსცილებია.
გასაკვირი არ არის, რომ 37 წლის ევა ლონგორიამ ცნობილი ლოველასის ყურადღება მიიპყრო - წითელ ხალიჩაზე ევა marchesa-ს გრძელ, გამჭვირვალეჩანართებიან კაბა-ორიგამიში გამოწყობილი გამოცხადდა. სამოსი ხაზს უსვამდა ევას ლამაზ მკერდსა და თეძოებს.
პრინცი ალბერი მსახიობს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა: არა მარტო ფოტოებს იღებდა მასთან ერთად, არამედ იმ დარბაზამდეც მიაცილა, სადაც ცერემონია იმართებოდა. ალბერის მეუღლე კი - 33 წლის შარლინი - იმ საღამოს სასახლეში დარჩა (ამბობენ, რომ ის დეპრესიიდან ვერ გამოდის იმის გამო, რომ ვერ ფეხმძიმდება).
თუმცა შარლინი, რომელმაც თავადაც გაიცნო ამ ცოტა ხნის წინ ლონგორია, როგორც ჩანს, არ ნერვიულობს ალბერისა და ევას ზედმეტად მეგობრული ურთიერთობის გამო.