ბედნიერი ორშაბათი!
იმედია, შაბათ-კვირა კარგად გაატარეთ. პანდემიის დროს განსაკუთრებით გვჭირდება დასვენება და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა.
კვირის დღეებს უმეტესად სამუშაოს ვუთმობთ. მერე დროც აღარ გვრჩება გასასეირნებლად და საბოლოოდ გამოდის, რომ ერთ გარემოში გვაქვს სამსახური, სახლი, პირადი ცხოვრება და ეს ყველაფერი ქაოსს იწვევს.
მგონია, რომ ყველა ადამიანს ამშვიდებს დალაგებული სახლი და ნივთები, რომლებიც მაქსიმალურად ორგანიზებულია.
ამიტომ ჩემი შაბათ-კვირის ტრადიცია დალაგებაა. ამ შაბათს სამკაულებს ვალაგებდი და გავიფიქრე: “რა კარგი იქნებოდა, თითოეულ ბეჭედს, სამაჯურს თუ საათს თავისი განკუთვნილი ჩასადები ჰქონდეს”.
გავხსენი ლეპტოპი და დავიწყე ძიება სამკაულების შესანახი ყუთების.
საბოლოოდ აღმოვაჩინე ძალიან დიდი ისტორიის მქონე ბრენდი "Wolf", რომელიც სამკაულების, საათების და აქსესუარების შესანახ ყუთებს 1834 წლიდან აწარმოებს.
ეს არის ბრენდი, რომელსაც არასდროს უღალატია ელეგანტურობისთვის და თითოეულ დეტალს დიდი სიფრთხილით ქმნის.
ყუთებში არსებული ბევრი განყოფილება საშუალებას მაძლევს, დავახარისხო ნივთები, რაც ჩემს ცხოვრებას უფრო ორგანიზებულს გახდის და ბევრად მარტივად ვიპოვი დღის სასურველ სამკაულს ჩემი დიდი კოლექციიდან.
საქართველოში "WOLF-ის" ყუთების შეძენა ინტერნეტმაღაზია TI’MEwww.time.ge-ზეა შესაძლებელი. ამ საიტზე მსოფლიოში ცნობილი 35-მდე ბრენდის საათები და სამკაულებია წარმოდგენილი, ამიტომ რამდენიმე საათის განმავლობაში ვათვალიერებდი. ჩემი სამკაულების კოლექციის გასამრავალფეროვნებლად WOLF-ის ყუთებთან ერთად რამდენიმე ულამაზესი სამაჯურიც შევარჩიე და შევუკვეთე. მოუთმენლად ველოდები კურიერს, რომელიც ნივთებს ხვალ მომიტანს.
ზუსტად ვიცი, რომ ამ საიტს და ამ "WOLF-ბრენდს" ძალიან მალე დავუბრუნდები, რადგან ახალი წელი მოდის და საჩუქრების ჩუქება ამ სეზონს უფრო ლამაზს და საოცარს ქმნის. არ ვიცი, რა შეიძლება საჩუქრის ჩუქებაზე და ადრესატის გაბედნიერების ემოციაზე ძლიერი ემოცია იყოს.
ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის აღმოჩენით და შენაძენით.
ბედნიერ დღეს გისურვებთ, მე კი დაველოდები "WOLF-ის" ახალ და ულამაზეს აქსესუარების შესანახ ყუთებს, რომლებიც უფრო გამილამაზებენ ინტერიერს და პრაქტიკულს გახდიან ყოველდღიურობას.
R
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>