სიახლე

განსაკუთრებული საბავშვო ჰუდები საყვარელი გმირების პრინტით - გაახარეთ პატარები საახალწლოდ

განსაკუთრებული საბავშვო ჰუდები საყვარელი გმირების პრინტით - გაახარეთ პატარები საახალწლოდ
მიკი მაუსი თუ დონალდ დაქი? იქნებ არიელი ან მოანა? ან ბეტმენი და სუპერმენი? ახალი წლის პერიოდში კი უფრო აქტუალური სანტა კლაუსი და გრინჩია. თითოეული ეს გმირი ბავშვებს და არა მხოლოდ მათ ძალიან უყვართ. სწორედ ამიტომ, ამ და კიდევ მრავალ სხვა ანიმაციურ პერსონაჟს შეხვდებით ძალიან ბევრ საბავშვო ნივთზე, მათ შორის, რვეულებსა და ბლოკნოტებზე, სათამაშოებსა და ჩანთებზე, შპალერსა და ავეჯზე. თუმცა ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ ტანსაცმელი, რომელზეც სხვადასხვა გმირია გამოსახული. მშობლებიც ცდილობენ, პატარები ამ უკანასკნელით გაანებივრონ და მათ
მრავალფეროვანი, სახალისოპრინტიანი სამოსი არ მოაკლონ. უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებით აქტუალური ჰუდები გახდა. ეს თბილი და კომფორტული სამოსი ბავშვებს, უფროსების მსგავსად, ძალიან უყვართ, რადგან ჰუდით თამაში ძალიან მოსახერხებელია, თბილია და ბევრი რამის ჩაცმა არ უწევთ. ასევე, პატარებს ძალიან უყვართ ჰუდის დიდი ჯიბე და კაპიუშონიც, რომელიც ამ სამოსის მთავარი სახასიათო ნიშანია.

ლამაზპრინტიანი ჰუდი საუკეთესოა საახალწლო საჩუქრადაც. ამით პატარებს ძალიან გაახარებთ. მაღალი ხარისხის დათბილული ჰუდების შეძენას კი ონლაინ, "პრინტარეას" ვებგვერდზე შეძლებთ. მრავალფეროვანი არჩევანიდან შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფერი შეარჩიოთ, მათ შორის: ვარდისფერი, ლურჯი, ნარინჯისფერი, წითელი, მწვანე, იასამნისფერი... საბავშვო ჰუდების ზომები 3 წლიდან 10 წლამდეა ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება პრინტებს, "პრინტარეაში" ჰუდებს თქვენ მიერ შერჩეული ნებისმიერი ნახატით დაგიმზადებენ. მეორე მხრივ, საიტზე წარმოდგენილია პრინტების მრავალფეროვანი არჩევანი, რომლიდანაც თქვენთვის სასურველის შერჩევას შეძლებთ. მზა ჰუდებს კი მითითებულ მისამართზე მიიღებთ. ბავშვები იმსახურებენ, ჰქონდეთ მათი საყვარელი ანიმაციური თუ საახალწლო გმირების გამოსახულებიანი ჰუდები. ამიტომ ნუღარ დააყოვნებთ და შეუკვეთეთ ონლაინ.

აქვე გთავაზობთ ჰუდების რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც ბავშვებში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს.














FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93