კორონავირუსმა და კარანტინმა მსოფლიო შეცვალა, მწერალმა ჯენ კირსჩმა კი ამ სიტუაციაზე და თავის კარანტინულ ცხოვრებაზე პატარა პოდკასტი გამოაქვეყნა, სადაც ლოქდაუნის დაწყებასა და დრამატულ სიყვარულზე ისაუბრა, კარანტინის დაწყებამ ბევრი პაემანი და სასიყვარულო თავგადასავლები დაასრულა.
ნახეთ, მწერალი ჯენ კირსჩეს "კარანტინული" სიყვარულის ამბავი:
როდესაც ლოქდაუნი გამოაცხადეს მე იმაზე დავფიქრდი, რომ პაემანზე სიარული უნდა შემეწყვიტა, ბარებში ხალხის გაცნობა დროებით შეჩერდა და ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობებისგან თავი უნდა შემეკავებინა.
ამ ფიქრებით გონება გადამევსო, როდესაც შეკვეთილი ამანათი სახლში მომიტანეს და კურიერმა ბიჭმა შეკვეთის გადმოსაცემად ტელეფონზე დამირეკა. მისი ხმა ძალიან მომწეონა. კურიერის მიმზიდველმა საუბარმა უხილავი კავშირი გააჩინა ჩვენს შორის. კარგი, ვაღიარებ, ნანახი არ მყავდა მხოლოდ მისმა სექსუალურმა და მომხიბვლელმა ხმამ მომაჯადოვა.
იმ ღამეს რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად დავლიე, ემოციებს ავყევი და მას მთვრალმა მესიჯი გავუგზავნე. ჩემი თავის გამართლება მინდოდა, რატომ ვწერდი უცხო ადამიანს და რა მინდოდა მისგან შუაღამეს, უაზრო ტექსტი მოვიფიქრე და მივწერე, "შეამოწმე მეილი, რაღაც რჩევები მოგწერე". რამდენიმე დღეში უპასუხოდ დატოვებული ესემესის შემდეგ, კვლავ მივწერე სიმპათიურ, მომხიბვლელ კურიერს "ჰეი აქ ხარ?" და საბოლოოდ მისგანაც მივიღე პასუხი "ვინ ხარ?" ამ პატარა პასუხით ჩვენი ურთიერთობა დაიწყო. ვითომ შემთხვევით მიწერილი ესემესით, ჩემი თავი გავახსენე, აღმოჩნდა, რომ მასაც მოსწონებია ჩემი ხმა და ვახსოვდი. მას შემდეგ ჩვენ საუბარი დავიწყეთ...
კარანტინში მამაჩემთან ერთად ვიყავი და დიდი ხანი სხვა არავინ მენახა, ჩემთვის კურიერ ბიჭთან საუბარი ნაწილობრივ ამაღელვებელიც კი იყო. რამდენიმე დღეში აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო გვქონდა, ისიც იმ გარემოში იზრდებოდა, სადაც მე. ორივე ებრაული ოჯახიდან ვიყავით, ერთ სკოლაში დავდიოდით და უნივერსიტეტშიც კი ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, უბრალოდ ის ჩემზე რამდენიმე წლით პატარა იყო.
მალე, ჩვენმა საუბარმა ყოველდღიური სახე მიიღო, ერთ დღეს დამირეკა და მითხრა "კართან რაღაც დაგიტოვე, გამოდი და აიღე სანამ გადნება". კართან გავიქეცი, სიხარულით გავაღე კარი და იქვე ნაყინიანი ორცხობილები დავინახე. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ეს იყო, კარების იგვლივ სულ შოკოლადები დამხვდა, ყველა ის ტკბილეული, რომელიც მასთთან ერთხელ მაინც მიხსენებია. სულ რამდენიმე დღის წინ კი თმის შეღებვაზეც ვისაუბრეთ, ვუთხარი რომ ვარდისფერი თმა მინდოდა, არც ეს დავიწყებია და შოკოლადებთან იქვე ორი სახის ვარდისფერი თმის საღებავიც იდო.
ეს რომანტიული ჟესტი ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, ვაფასებდი მის ძველებური მოხიბვლის სტილს, მისნაირ ადამიანს აქამდე არსადც შევხვდერილვარ. ყოველდღე უნდოდა გველაპარაკა და მუდმივად სურდა ჩემი ხმა გაეგო. საჩუქრისთვის მადლობა გადავუხადე და მისი საუბრიდან მივხვდი, რომ სხვანაირად ფიქრობდა ჩემზე, ეგონა რომ უკვე შეყვარებულები ვიყავით, არადა მე ეს ამ ეტაპზე არ მინდოდა.
ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ კარანტინის დამთავრებისთანავე ერთმანეთს ვნახავდით, მაგრამ რამდენიმე კვირიანი საუბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში კარანტინი კვლავ გაგრძელდა მივხვდი ეს ონლაინ სივრცე ჩემთვის საინტერესო აღარ იყო. როდესაც ვიღაც მოგწონს, გინდა ყოველთვის შენთან იყოს, ყოველთვის საუბრობდე და გრძნობდე მის ახლოს ყოფნას, ეს ქიმია ჩემში დაიკარგა და ვერაფერს მსგავს ვერ ვგრძნობდი. სიტუაცია გასაგებად ავუხსენი და ერთმაანეთს დავშორდით.
ის არასდოდეს მინახავს პირისპირ, როდესაც ჩემთან ამანათი მოჰქონდა, კართან მოშორებით ტოვებდა და მიდიოდა. გულახდილად, რომ ვთქვა, ამ ყველაფერში "ნეთფლიქსს", ფილმებს და შოუებს ვადანაშაულებ. იდეა, რომ დამეწყო რომანი კარანტინში ძალიან მომწონდა, თუმცა არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა როგორსაც ველოდი.
მომწონდა, რომ არ ვიცნობდი მას, არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა და მაინც მინდოდა მასთან მესაუბრა, ალბათ მომწონდა კიდეც ის რომ მისი გარეგნობა არ მაღელვებდა. ასევე ეს ამბავიც მხიბლავდა, შეიძლებოდა ეს კურიერი ბიჭი ჩემი მეორე ნახევარი ყოფილიყო, რომელსაც შევხვდებოდი ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა და ცოლადაც გავყვებოდი, მაგრამ კარანტინი არ მორჩა და ჩვენი ურთიერთობაც ასე შორიდან, ონლაინ სივრცეში უბრალოდ დასრულდა.
ადამიანს შეუძლია მენტალურად და ემოციურად ვინმეს დაეყრდნოს ენდოს და შეიყვაროს, მაგრამ ფიზიკური კავშირი მნიშვნელოვანია, შენი რჩეული უნდა ნახო, თორემ არაფერი გამოვა.
მე ახლაც კარანტინში ვარ, არაფერს ვგრძნობ მის მიმართ და მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ვინმეს გავიცნობ, ის ვიღაც კი ჩემს თმებს წაეთამაშება, შემდეგ ყურის უკან გადამიწევს თმას და მაგრძნობინებს რომ აქ არის, ჩემს გვერდით და არასდროს დამტოვებს.
წყარო: thekit.ca