მსახიობი ლელა მებურიშვილი ორ შვილს ზრდის და განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა.
ლელა სოციალურ ქსელში არც თუ ისე აქტიურად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს. ამიტომ მსახიობის გამომწერები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ლელას მიერ გაზიარებულ პოსტებს.
ლელამ ინსტაგრამ სთორიში ერთ-ერთი ფოტო გააზიარა, სადაც ემოციური სიტყვები წერია.
აღნიშნულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, ისინი სულ თქვენს გვერდით ვერ იქნებიან. მხურვალედ მიიკარით საყვარელი ადამიანი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი განძია, რასაც ფულით ვერ იყიდით. გულითად კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება. ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს და დააფასეთ ძვირფასი მომენტები, იმიტომ რომ ერთხელაც ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენს გვერდით. იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაიაზროთ ყველაფერი, რასაც გრძნობთ. იმიტომ რომ: ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა-ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა დიდი ემოციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ", - ნათქვამია ლელას მიერ გამოქვეყნებულ ციტატაში.
მსახიობი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც უფრო მეტად ნათელი ფერები ჭარბობს და დადებითი აურა იგრძნობა.