ლიტერატურული "ბოქსის" (ბოქსი - ქართულად ყუთი) შესახებ თუ გსმენიათ? ეს სწორედ ის სასიამოვნო სიახლეა, რომელსაც მალე ქართული საზოგადოება მიიღებს. "ბოქსების" (ყუთების) გამოწერის პრაქტიკამ უკვე დაიპყრო მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც. ე.წ. ბიუთი ბოქსებით განებივრებული მომხმარებლები კი ამჯერად წიგნის ბოქსების მიღებას შეძლებენ.
„ლიტბოქსი“ („ლიტერატურული ბოქსი“) – ეს არის კომპანია, რომელიც ახლახან
აღსანიშნავია, რომ "ბოქსის" წიგნებს თქვენთვის ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები, ასევე, სხვა სფეროების სპეციალისტები შეარჩევენ. ეს უზრუნველყოფს, რომ "ლიტბოქსი" არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლო იყოს და გამომწერზე ყოველთვიურად მაქსიმალური ეფექტი და შთაბეჭდილება მოახდინოს.
„ლიტბოქსი“ გაძლევთ საშუალებას, დაზოგოთ დრო და სახლიდან გაუსვლელად ყოველთვიურად მიიღოთ ავტორების, სფეროს სპეციალისტებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ შერჩეული წიგნი. რაც მთავარია, ამ წიგნების მიღება უფრო იაფი გამოდის, ვიდრე წიგნების მაღაზიაში ღირს.
"წიგნის ბოქსი" ყოველთვიურად ლიტერატურულ სამყაროში სასიამოვნო მოგზაურობას გპირდებათ.