1941 წელს, როდესაც აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება, DuPont-მა არმიის მომარაგება დაიწყო ქსოვილით და ქალების კოლჰგოტების ნაცვლად, ნეილონის გამოყენება დაიწყო სამხედრო პარაშუტებისა და სალტეების დასამზადებლად.
აშშ-ის არმიას პარაშუტები კი ჰქონდა, თუმცა ამერიკელი ქალები კოლჰოტების გარეშე დარჩნენ და გამოსავლის
ბევრი, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, უკან, მთელ ფეხზე "ნაკერს" იხატავდა.
მოხატული ფეხები იმდენად მოდური გახდა, რომ აშშ-ში "ფეხის მაკიაჟის" სალონებიც კი გაიხსნა, სადაც ქალებს როგორც სტილისტის მომსახურებას, ისე მოხატვისთვის აუცილებელ ატრიბუტებს სთავაზობდნენ; ასევე, მოხატვის სწორ ტექნიკასაც ასწავლიდნენ.
ჰელენა რუბინშტეინი - კოსმეტიკის დედოფლად შერაცხული და ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი პირველი იყო, რომელმაც 1942 წელს ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე გახსნა "შიშველი ფეხების სალონი".
იხილეთ სრულად