სიახლე

რატომ უნდა გქონდეს ზოდიაქოს ნიშნის ბლოკნოტი - საინტერესო სიახლე ასტროლოგიის მოყვარულებისთვის

რატომ უნდა გქონდეს ზოდიაქოს ნიშნის ბლოკნოტი - საინტერესო სიახლე ასტროლოგიის მოყვარულებისთვის
ბლოკნოტი - ყველაზე სასურველი საკანცელარიო ნივთია, რომლის ქათქათა ფურცლები გიჩენს სურვილს, გადაშალო შენი ცხოვრების ახალი ფურცელი, დაგეგმო ახალი საქმეები და დაალაგო პრიორიტეტები. როდესაც ხელში ცარიელ ბლოკნოტს იღებ, გრძნობ, როგორ ჩნდება შთაგონება და სურვილი, შექმნა რაღაც ახალი. სწორედ ამიტომ არ კარგავს გაჯეტების ეპოქაში აქტუალობას საქმიანი დღიური.

ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც საქმიან დღიურს აწარმოებს, გაცილებით ორგანიზებულია. შეიძლება ითქვას, რომ ბლოკნოტი პირადი ასისტენტივითაა, რომელიც არ გაძლევს საშუალებას, დაგავიწყდეს მნიშვნელოვანი გეგმები; გეხმარება
სწორად დაგეგმო დღე. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მისი სწორად არჩევა. ჩვენ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ საუკეთესო ბლოკნოტი სწორად!

რა ჩავწეროთ ბლოკნოტში?


არ არის აუცილებელი, ბლოკნოტი მხოლოდ სამსახურისთვის შეიძინოთ. ის შეგიძლიათ წაიღოთ მოგზაურობებშიც, ჩაიწეროთ თქვენი ცხოვრების საინტერესო მომენტები, ჩააკრათ ბილეთები; გააკეთოთ ესკიზები იმ ადგილებისა, რომლებიც მოგეწონათ, ან ჩაიწეროთ კულინარიული რეცეპტები, თქვენი შთაბეჭდილებები ამა თუ იმ წიგნის შესახებ და სხვა. არსებობს სურვილების ბლოკნოტიც. ამ შემთხვევაში უნდა ჩაწეროთ თქვენი სურვილები. როგორც ამბობენ, ოცნებების ვიზუალიზაცია მათ ასრულებას ძალიან ეხმარება. გარდა ამისა, ასეთი ბლოკნოტის კითხვა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. შეგიძლიათ იქონიოთ რამდენიმე ბლოკნოტი, სხვადასხვა მიზნით.
ბლოკნოტი ხაზს უსვამს ადამიანის ორგანიზებულობას სამსახურში და ბევრს ამბობს მის ხასიათსა თუ გემოვნებაზე. ამიტომ, მომგებიანი საჩუქარი და სასარგებლო შენაძენი - ორიგინალური, განსაკუთრებული ბლოკნოტი იქნება, რომელიც შეგიძლიათ ადამიანის ინტერესებს მოარგოთ.

ბლოკნოტები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით



დღეისათვის ბლოკნოტების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს: ჩანახატების გასაკეთებელი; კალენდარული ფორმატით; ინფორმაციული; ტყავის ყდით; ხელნაკეთი და ა.შ. ერთ-ერთი პოპულარული სახეობა - ასტროლოგიური ბლოკნოტია, რომელიც კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებზეა მორგებული და დამატებით, ინფორმაციულ ხასიათსაც ატარებს.
თუ ასტროლოგია გიტაცებთ და ხშირად ეცნობით ზოდიაქოს პროგნოზებს, ან გყავთ მეგობარი, რომელიც ხშირად გიგზავნით პირად შეტყობინებაში მიმებს ასტროლოგიაზე და ზოდიაქოს ნიშნების ციტირებებს გწერთ, საუკეთესო საჩუქარი მისთვის, ან თუნდაც საკუთარი თავისთვის - ზოდიაქოს ნიშნის ბლოკნოტი იქნება!

სტამბა პრინტარეა თავის მომხმარებელს სულ მალე საინტერესო სიახლეს შესთავაზებს: თორმეტი სახეობის ბლოკნოტს, თორმეტ ზოდიაქოს ნიშანზე, სადაც ლამაზი ფურცლების გარდა, იქნება კონკრეტული ნიშნის დახასიათება, ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობა, ინფორმაცია მმართველ პლანეტებზე და ბევრი სხვა საინტერესო ასტროლოგიური ცნობა, ორიგინალური ილუსტრაციების თანხლებით.



დღიური შესანიშნავი საშუალებაა პოზიტიური მოტივაციისთვის. როდესაც გადახაზავთ ყველა გეგმას, რაც დღის მანძილზე შეასრულეთ, საღამოს კმაყოფილების და სიამაყის განცდა დაგეუფლებათ. ეს გრძნობები გიბიძგებთ, რომ არ შეანელოთ მუშაობის ტემპი და პატარა ნაბიჯებით მიაღწიოთ სანუკვარ მიზანს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკნოტი შეიცავდეს „განტვირთვის გვერდებსაც“. საკუთარი ზოდიაქოს ახლოს გაცნობა საშუალებას მოგცემთ, ცოტა ხნით გადართოთ გონება რუტინული საქმისგან. ცნობილი ფაქტია, რომ ბლოკნოტის ვიზუალურ მხარეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი გააჩნია. ლამაზად გაფორმებული ბლოკნოტი თქვენს თვალებს უნდა ახარებდეს. ჩაიწერეთ ყველა იდეა, რაც თავში მოგივათ, თუნდაც ძალიან სულელურად გეჩვენებოდეთ, რადგან შესაძლოა მოგვიანებით მან ძალიან საინტერესო აღმოჩენამდე მიგიყვანოთ...
ასტროლოგია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეზოთერული სფეროა, რომელიც ადამიანებს ძალიან აინტერესებთ. ის შეისწავლის ადამიანის პიროვნებას და მიმდინარე მოვლენებს, პლანეტების განლაგების მიხედვით. ალბათ, დამერწმუნებით, რომ ყველაზე საინტერესო კითხვა, რაც ყველა ჩვენგანს აქვს, არის: „როგორი ვარ მე“ და „რა გველის“.

ზოდიაქოს ნიშნის ბლოკნოტებში ბევრ საინტერესო ინფორმაციას იპოვით. მათი შეკვეთა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: დ.უზნაძის ქ. №4, ან ტელეფონის ნომერზე 2 99 98 82. ასევე, შეგიძლიათ შეუკვეთოთ სტამბა პრინტარეას ფეისბუქ გვერდზე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93