ფსორიაზის და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ გვესაუბრება ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიის, დიეტოლოგიის ცენტრის, “ენმედიცის" დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ელგუჯა ბერაია.
რა არის ფსორიაზი?
ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი გენეტიკური დაავადებაა სხვადასხვაგვარი კლინიკური გამოვლინებით, რომელიც დაკავშირებულია T-ლიმფოციტების ფუნქციის დარღვევასთან. ფსორიაზით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის 2-3%.
სხეულის რა ნაწილებს აზიანებს ყველაზე მეტად ფსორიაზი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
სხეულის ნაწილების დაზიანება სხვადასხვაგვარია და დაკავშირებულია ფსორიაზის ფორმასთან. ყველაზე ხშირად გვხვდება ვულგარული ფსორიაზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქერცლით დაფარული პაპულებისა და ბალთების არსებობა თავის თმიან არეზე, იდაყვებზე, მტევნებზე, მუხლზე, წელზე, დუნდულებზე, ნაოჭების ფსორიაზი - დაზიანება გვხვდება ძირითადად საზარდულის ნაოჭზე, ჭიპის არეზე, იღლიის ნაოჭებში და ა.შ. მტევნისა და ტერფის პუსტულოზი (ბარბერის ფსორიაზი), რომლისთვისაც დამახასიათებელია ხელისა და ფეხისგულებზე პუსტულების არსებობა; ფსორიაზული ერითროდერმია, ფრჩხილების ფსორიაზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფრჩხილის ფირფიტაზე მრავლობითი წერტილოვანი ჩანაჭდევების არსებობა. წვეთისებური ფსორიაზი შედარებით იშვიათი ფორმაა, ძირითადად გვხვდება ახალგაზრდებში. გამონაყარი მსგავსია ინფექციური დაავადებებისთვის დამახასისთებელი გამონაყარისა - წითელი პაპულები, რომლებიც დაფარულია მსუბუქი ქერცლით, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზი. ქავილი დამახასიათებელია ძირითადად თავის თმიანი არის და ნაოჭების დაზიანებისთვის, სახსრების ტკივილი - ფსორიაზული ართრიტისთვის. გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზი მიმდინარეობს საერთო სისუსტით, შემცივნებით, ტემპერატურის მატებით.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მართვა?
დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, კანზე არსებულ (გამონაყარის) მორფოლოგიურ ელემენტებს - პაპულები და ბალთები, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ქერცლით, დადებითი აუსპიცის ფენომენი (პაპულაზე მექანიკური ზემოქმედებით ჩნდება სისხლის წვეთი). გამონაყარის ლოკალიზაციას - მაგალითად: თავის თმიანი არის, ორმხრივი (სიმეტრიული) მაგ: იდაყვები, ნაოჭები და ა.შ., ფრჩხილების დაზიანება (ფსორიაზული ნაჭდევები), ართრიტი-სპონდილოართროპათია.
10%-ში ფსორიაზული ართრიტი მიმდინარეობს გამონაყარის გარეშე. გამოყოფენ ორ ფორმას: პერიფერიულს - მტევნისა და ტერფის დისტალურ ფალანგთაშორის ასიმეტრიულ ოლიგოართრიტს და აქსილარულ ფორმას - მადეფორმირებელ ართრიტს, რომელიც ძირითადად აზიანებს მენჯ-ბარძაყის სახსარს, ხერხემლის კისრის ნაწილს და ა.შ. მნიშვნელოვანია დიფერენციალური დიაგნოსტიკა - სებორეულ დერმატიტთან, ნეიროდერმიტთან, კანდიდოზთან (ძირითადად ნაოჭების ფსორიაზის დროს), ონიქომიკოზთან (ფრჩხილების დაზიანების დროს), მედიკამენტოზურ ტოქსიდერმიასთან, გლუკაგონომასთან (პანკრეასის ალფა უჯრედებისგან განვითარებული ავთვისებიანი ჰორმონაქტიური სიმსივნე) და სხვა. ზემოთ ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური და დიფდიაგნოსტიკური კრიტერიუმების გამოყენებით თუ ვერ ხდება დიაგნოზის დასმა, აუცილებელია კანის ბიოფსია (ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევა), რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი სურათი: აკანტოზი (ეპიდერმისის მნიშვნელოვანი გასქელება, კერატინოციტები, ფიბრობლასტები და ენდოთელური უჯრედები იმყოფებიან მიტოზში, ჰიპერკერატოზი პარაკერატოზით, დერმაში ანთებადი ინფილტრატი ლიმფოციტებით და მონოციტებით, რქოვანა შრეში ნეიტროფილები (მანროს მიკროაბსცესები) და ა.შ.
რა სამკურნალო საშუალებებია რეკომენდებული ფსორიაზის სამკურნალოდ?
ფსორიაზის მკურნალობა ტარდება დაავადების ფორმისა და სიმძიმის გათვალისწინებით. ფსორიაზის მკურნალობა ტარდება თავდაპირველად ტოპიკური (ადგილობრივი) თერაპიით, ფოტოთერაპიით (UVB სხივებით) და შემდეგ სისტემური თერაპიით (ციტოსტატიკებით, ბიოლოგიური პრეპარატებით). ფსორიაზის ქრონიკული მორეციდივე ხასიათის გამო უმჯობესია კომბინირებული თერაპია. სისტემური მოქმედების მედიკამენტები საურველია დაინიშნოს მინიმალური დოზებით მათი ტოქსიურობის თავიდან ასაცილებლად. ადგილობრივ თერაპიაში პირველი რიგის მედიკამენტებია კორტიკოსტეროიდები (კორტიკოსტეროიდები მოქმედების სიძლიერის მიხედვით იყოფა 6 ჯგუფად). პირველი ჯგუფის კორტიკოსტეროიდები უფრო ძლიერი მოქმედებისაა, ვიდრე მეექვსე. ფსორიაზის მკურნალობას ვიწყებთ სუსტი მოქმედების სტეროიდით. მიღებული შედეგის მიხედვით ვსაზღვრავთ, რომელი ჯგუფის კორტიკოსტეროიდით გაგრძელდეს მკურნალობა.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სამკურნალო საშუალებების შერჩევისას?
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს კანის ატროფიას. ამიტომ უმჯობესია მათი კომბინაცია არასტეროიდულ მალამოებთან; ეფექტურია კომბინაცია რეტინოიდებთან, ვიტამინ D ანალოგებთან, ტრიამცინოლოლთან. მნიშვნელოვანია ფსორიაზით დაავადებულ პაციენტთა კანის მოვლა: დასაბანი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ზეითუნის ზეთს, გლიცერინს; დამატენიანებელი ლოსიონები, რომლებიც შეიცავენ კუპრს, დექსპანტენოლს, B ჯგუფის ვიტამინებს, ალოე ვერას და ა.შ.
გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მათი ჩანაცვლება მაქსიმალურად ნატურალური, ბუნებრივი ნივთიერებების შემცველი საშუალებებით, მაგალითად, როგორიცაა ლომა-ლუქსის ფსორიაზის სამკურნალო სერია. ლომა-ლუქსის პერორალური ხსნარი, რომელიც შეიცავს თუთიის ბრომიდს, ნიკელის სულფატს, კალიუმის სულფატს -გამოიყენება ფსორიაზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის (რემისიის გასახანგრძლივებლად). ლომა-ლუქსის პასტა - შეიცავს კუპრს, პროვიტამინ B-5, ალოე ვერას - გამოიყენება სახესა და სხეულზე ფსორიაზის მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის. ლომა-ლუქსის შამპუნი შეიცავს კუპრს, ზაფრანას, მწვანე ჩაის - განკუთვნილია ფსორიაზის მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის.
R