მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში თანასწორობის იდეა ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, მაინც არსებობენ ქალები, რომლებსაც საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, უფლებებისთვის და, რიგ შემთხვევებში, გადარჩენისთვისაც კი უწევთ ბრძოლა. 8 მარტი სწორედ ის დღეა, რომელიც ქალთა ყოველდღიურ წინააღმდეგობას გვახსენებს.
მსოფლიო ლიტერატურა არაერთ ძლიერ ქალ პერსონაჟს ითვლის. თუმცა, ამასთავე, გვინდა გიამბოთ ქალ ავტორებზეც, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ ლიტერატურაზე, როგორც წერის სტილის, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისითაც.
ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, გიზიარებთ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ერთგული მკითხველების ფავორიტ 6 წიგნს ქალი ავტორებისგან:
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
მკითხველის აზრით: „წაკითხვისთანავე შემიყვარდა! თუ მოგწონთ ბერძნული მითოლოგია, კომპლექსური პერსონაჟები, თავგადასავლები, სისხლისღვრა, ღალატი და ურჩხულები - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი“.
გამომცემლობის აზრით: „მითოლოგიამ, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი ქალთა სახეები დაგვიტოვა. კირკე მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილია, თუმცა ადამიანურ გრძნობას - მარტოობას ებრძვის. მადელინ მილერმა თავის ბესტსელერში შეძლო და საინტერესო პერსონაჟისა და მისტიკური გარემოს შენარჩუნებით, თანამედროვე თვალით დაგვანახა, თუ სად ხვდება ერთმანეთს ოლიმპოელი ღმერთებისა და უბრალო ადამიანების ცხოვრება“.
მთარგმნელი: სალომე ბენიძე
მკითხველის აზრით: „ეს წიგნი ერთი ჩაჯდომით წავიკითხე, სანამ ბარში მეგობარს ველოდებოდი და მთელი კითხვის მანძილზე ძალაუნებურად თავს ვაქნევდი. ეს არის ჩემთვის ერთადერთი დამაჯერებელი ესე ფემინიზმის შესახებ“.
გამომცემლობის აზრით: „თუ ჯერ კიდევ გეპარებათ ეჭვი, ნიგერიელი მწერლის ეს ესე ნამდვილად დაგარწმუნებთ რომ სიტყვა „ფემინიზმის“ არ უნდა გეშინოდეთ. ამ წიგნში ავტორი ცდილობს, თითი არ გაიშვრიოს და არ დაადანაშაულოს მამაკაცები იმ კულტურული მოცემულობისთვის, რომელშიც დაიბადნენ. ამის ნაცვლად, იგი გთავაზობთ წყნარ, მწყობრ და ლოგიკურ არგუმენტებს პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად, რომლებიც, დაგვეთანხმებით, ნამდვილად სჭირდება სამყაროს”.
მთარგმნელი: ანა ნემსიწვერიძე
მკითხველის აზრით: „ამბის სტრუქტურა გამართულია, პერსონაჟები - მრავალფეროვანი და დახვეწილი. რასიზმი, კლასობრივი უთანხმოებები, ხელოვანი ქალების ბედი... მე პირადად, ვგიჟდები ასეთი რომანების კითხვაზე“.
გამომცემლობის აზრით: “ჩვენც გავგიჟდით! ამ წიგნში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ქალებს შეხვდებით - იდუმალ ხელოვანს, მარტოხელა დედასა თუ თინეიჯერ გოგოს. ამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი უბრალო, მკაფიო და დინამიკური თხრობის სტილი და თანამედროვე მკითხველისთვის ნაცნობი გარემო სელესტ ინგის ამ წიგნს ერთ-ერთ გამორჩეულ საკითხავად აქცევს. შეგიძლიათ ასევე ნახოთ წიგნის მიხედვით გადაღებული მინი-სერიებიც, რომელშიც მთავარ როლებს რიზ უიზერსპუნი და კერი ვაშინგტონი ასრულებენ".
მთაგმნელი: ია ქვაჩახია
მკითხველის აზრით: „შაფაქი აქამდეც ძალიან მიყვარდა, თუმცა ამ წიგნმა, პირდაპირი მნიშვნელობით, გადამატანინა პანდემია და მასწავლა, როგორ გავმკლავებოდი საყვარელი ადამიანების სიშორისგან გამოწვეულ შფოთს“.
გამომცემლობის აზრით: "შაფაქი ერთგან წერს - „არიან ადამიანები, რომლებსაც შენი ნათქვამი არ ესმით, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც შენი ფიქრიც კი ესმით“. თავად ავტორიც სწორედ უკანასკნელს მიეკუთვნება. ის ზუსტად ხვდება, რა მშფოთვარე სამყაროში ვცხოვრობთ და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ზუსტი გამოსავალი, ალბათ, არავინ იცის, თუმცა შაფაქი ცდილობს, თავისი გამოცდილება ენერგიულიად, მხიარულად გაგვიზიაროს და ამ გზით შეგნებული ოპტიმიზმისკენ მოგვიწოდოს".
მთარგმნელი: გვანცა კერესელიძე
მკითხველის აზრით: "ლამაზად მოყოლილი ამბავია, რომელიც წაკითხვისას ღიმილს ხშირად მოგგვრის. მთავარმა გმირმა შეძლო და საკუთარ თავში ნახა უზარმაზარი ძალა, მიეღო წარსული და ესწავლა, როგორ ყოფილიყო ბედნიერი".
გამომცემლობის აზრით: "კარჩაკეტილობის პირობებში, ეს წიგნი ნამდვილი თავგადასავალია, რომელშიც ელიზაბეტთან ერთად ინდოეთში იმოგზაურებთ და შეძლებთ მოუსმინოთ საკუთარ თავსა და სურვილებს. ვინ იცის, სად მიგიყვანენ?"
მკითხველის აზრით: „სიტყვები არ მყოფნის, რომ ეს წიგნი აღვწერო. ერთი ამოსუნთქვით იკითხება! წიგნმა დამანახა, რომ თუ თავდაჯერებული იქნები და საკუთარი თავის ფასი გეცოდინება, ყველაფერს შეძლებ და ყველას დაუმტკიცებ, რამდენად ძლიერი ხარ”.
გამომცემლობის აზრით: "ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული წიგნი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქალთა ხმა ჩვენი ქვეყნის ლიტერატურაშიც ისმის. „მოპარული სიყვარული“ მსუბუქი საკითხავია, რომელშიც ვხვდებით ადამიანურ დრამებს, ტრაგედიებს, ტყუილებს.. ავტორი ამ ვნებებითა და ინტრიგებით სავსე ამბებს ისე ჩამთრევად გვიყვება, სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ ეს წიგნი მართლაც გახდა ბესტსელერი! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თინათინის მენტორი სამწერლობო გზაზე შესანიშნავი მწერალი სალომე ბენიძე იყო".
გამომცემლობა „პალიტრა L“-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტერატურაში ქალთა ხმის გაჟღერება. ამიტომ, გარდა ამ ტექსტებისა თუ ავტორებისა, აპრილიდან მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქალ ავტორთა წიგნებს სერიაში - „ქალების კალმით“.
ავტორი: მარიამ პაიჭაძე