"ერთხელ ვიღაცამ მკითხა, გავუზიარებდი თუ არა ჩვენი სიყვარულის ისტორიას სხვებს. რატომაც არა? იქნებ ჩვენი გამოცდილება ვინმეს გამოადგეს." - რუბი პეტერსენი
სიყვარული რთულია, თუმცა ამ ყველაფერს შორ მანძილზე ყოფნა კიდევ უფრო ართულებს. რიდისა და რუბის სიყვარული ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ნამდვილ გრძნობებს ვერც დრო, მანძილი და ვერც პრობლემები გააქრობს. რუდი პეტერსენმა თავისი სიყვარულის ისტორია საზოგადოებას გაუზიარა:
"ჩვენი ურთიერთობა გამორჩეულია იმით, რომ სიყვარული ერთმანეთისგან შორს, შორ მანძილზე ყოფნის დროს გადავარჩინეთ. ახლა ჩემი გრძნობების გადმოსაცემად საუკეთესო საშუალება ის სიტყვებია, რომლებიც 2018 წელს დავწერე. მაშინ მე და ჩემი შეყვარებული რიდი მეზობლები ვიყავით, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. შემდეგ მე უნივერსიტეტში ჩავაბარე, სხვა ქალაქში გავაგრძელე სწავლა. მეგონა, მანძილი ჩვენს ურთიერთობას საბოლოოდ დაანგრევდა. ჩემი გადასვლიდან 6 თვეში რიდმა დაქორწინება შემომთავაზა. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი.
ჩვენი იმედი არასდროს გაქრება, გვჯერა, რომ ერთმანეთის ტკივილს, ტანჯვასა და ბედნიერებას ერთად გავიზიარებთ" - დაწერა რუდიმ 2018 წელს.
"ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო. რიდი აეროპორტში მეგობარმა გამაცნო, მეც და რიდიც მას ვაცილებდით. მაღალი ბიჭი მომიახლოვდა, სახელი მითხრა და ხელი ჩამომართვა. ხელში ქეისი ეჭირა. 12 საათში პაემანზე წასვლა შემომთავაზა.
შორ მანძილზე სიყვარული თავიდან სახალისოა, სასიყვარულო წერილების წაკითხვისას გული გიჩქარდება და წარმოიდგენ, როგორ ნახავ იმ ერთადერთს და ამ ყველაფერს მისგან პირისპირაც მოისმენ. შემდეგ გბეზრდება ასე ყოფნა და გგონია, რომ ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს.
სექტემბერში მე სასწავლებლად ვაშინგტონში წავედი. ახლა მალე ისევ დაკოტაში დავბრუნდები. შორ მანძილზე სიყვარული სწორედ მაშინ დაიწყო. ჩემი წასვლიდან მალევე ერთმანეთი გაგიჟებით გვენატრებოდა, სულ ვსაუბრობდით და რიდმა მითხრა, რომ ვუყვარდი და მანძილს ამ ყველაფრის გაფუჭების უფლებას არ მისცემდა.
ერთ თვეში "მნიშვნელოვანი მომენტი" დადგა. იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, თითქოს ერთიანად ჩამოიშალა ის. რიდმა მითხრა, ჩვენ რომ ერთ ქალაქში გვეცხოვრა, ყველაფერი უკეთესად იქნებოდაო. ამ სიტყვებმა უდიდესი ტკივილი მომაყენა.
რამდენიმე დღე თითქოს ამ ბზარს არ ვიმჩნევდი. მინდოდა, ჩემი დამოკიდებულებით ძველი ურთიერთობა აღმედგინა. სიტუაცია რომ ვერ გამოვასწორე, რიდს ვუთხარი, რომ უნდა გვებრძოლა ჩვენი ურთიერთობისთვის. მე ყოველ საღამოს შევთხოვდი ღმერთს, ძალა მოეცა ჩვენთვის.
და ჩვენც ცვლილებები დავიწყეთ, ნელ-ნელა ბზარი გაქრა, 12-საათიანი შუალედი კვლავ არაფრად მოგვეჩვენა და ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პრობლემა დავძლიეთ. 6 თვეში რიდმა ხელი მთხოვა და ჩემი ცხოვრებაც ამ დღის შემდეგ შეიცვალა.
გადავწყვიტე, დაკოტაში დავბრუნებულიყავი. ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტზე საბუთები გადავიტანე და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი.
შემოდგომაზე ქორწილიც გადავიხადეთ. ახლა მომავალი ცოტა გაურკვეველია, თუმცა ამ ექვსმა თვემ, ჩვენმა ქორწილმა და თანაცხოვრებამ მასწავლა, რომ ჩვენ ყველა სირთულის გადალახვა შეგვიძლია. ერთ რამეს მივხვდი: როდესაც გინდა, რაღაც გამოვიდეს, ღმერთი გეხმარება, რომ ყველა პრობლემა დაძლიო. ღმერთი ყველას აძლევს ძალას, რომ ბედნიერება იპოვოს".
წყარო: datingatadistance.com